ჰამლეტ გონაშვილი

ქართველისათვის უცხო სახელი ჰამლეტი, მამამ, სოფელ ანაგის ქართული ლიტერატურის მასწავლებელმა, დიმიტრი გონაშვილმა დაარქვა, ქალიშვილს კი ჯულიეტა უწოდა, ბუნებრივია, შექსპირის სიყვარულით. თვითონ ჰამლეტსაც ეუცხოებოდა, არ მოსწონდა ინგლისური სახელი, გამოცვლაც უნდოდა, მაგრამ ისე მალე გახდა პოპულარული, ახალი სახელით გამოჩენა ეუხერხულა. ერთხელ კონსტანტინე გამსახურდამაც უსაყვედურა, ამისთანა ქართველ ვაჟკაცს, ასეთ მომღერალს, ეს რა სახელი გქვიაო.


დედა ირწმუნებოდა, 2-3 თვის ბავშვს სიმღერა ესმის და ღუღუნით მყვებაო. არ უჯერებდნენ, შეუძლებელიაო. დედა კი, ნათქვამის დასამტკიცებლად, ხან მარჯვნივ დაუდგებოდა, ხან მარცხნივ, და ჩვილიც სწორედ იმ მხარეს იცქირებოდა, საიდანაც იავნანა ესმოდა. შეიძლება ითქვას, ჰამლეტი მას შემდეგ მუდმივად მღეროდა, ოჯახში, მეგობრებში, სოფელში, ყველგან და ყოველთვის.

სიმღერის ნიჭი ჩვეულებრივ რამედ მიაჩნდა. მისი აზრით, როგორც ყველა ადამიანი სწავლობს ლაპარაკს, ასევე ყველას უნდა შეეძლოს სიმღერაც. ალბათ ამიტომ არ უფიქრია, მომღერალი გამოსულიყო. ცხინვალის ინსტიტუტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე ჩააბარა, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობა თბილისის ტურისტულ ბიუროში დაიწყო და მისთვის სასიამოვნო საქმეს მიჰყო ხელი - საქართველო ხომ განსაკუთრებულად უყვარდა და საუბარიც გატაცებით იცოდა.

შემდეგ თეატრალურში სწავლობდა, მაგრამ ინსტიტუტის სცენაზეც სიმღერით გამოვიდა. რექტორი მიხეილ კვესელავა მიხვდა, რომ რაღაც განსაკუთრებული ხმა ჰქონდა და ურჩია, სიმღერისთვის მიეხედა. 25 წლისა უკვე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი იყო. ჰამლეტს განსაკუთრებით მოუხდა ჩოხა – ახოვანი, მხრებგაშლილი, მკერდგამოწეული და წვრილწელიანი მომღერალი ნამდვილ ქართველ არისტოკრატს ჰგავდა, მსმენელს კი თავი არაჩვეულებრივი ხმით დაამახსოვრა.

1969 წლიდან ანსამბლ „რუსთავში“ გადავიდა და 16 წელი ამ ანსამბლის სოლისტი იყო. შეიძლება ითქვას, მთელი რეპერტუარი მასზე იყო აწყობილი. ერთნაირი წარმატებით ასრულებდა როგორც ქართლ-კახურ, ისე მეგრულ და აფხაზურ სიმღერებს, იმერულ-გურულ საგალობლებს (მთქმელის პარტიას), ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.

სიმღერას რომ ამუშავებდა, საათობით უსმენდა ძველ ჩანაწერებს, ყველა გამოცდილებას გაიაზრებდა და მერე ქმნიდა ახალ, საკუთარ, გამორჩეულ ვარიანტს. მაგრამ ერთსა და იმავე სიმღერას თვითონაც ორჯერ ზუსტად ერთნაირად არ ასრულებდა. კონცერტის დროს, მელოდიის ისეთ ქარგვას იწყებდა, რომ თუ პარტნიორიც გამოცდილი არ იყო, ვერ მიჰყვებოდა, ამიტომ ჰამლეტ გონაშვილთან დუეტში ყველა ვერ მღეროდა.

ჰამლეტს მთავარი მომხიბლაობა იყო განსაკუთრებული და განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმა, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა, დახვეწილი გემოვნება, ბგერის სიმსუბუქე და მკაფიოება. არტისტული გარეგნობით, სიმღერის დახვეწილი მანერითა და თავდაჭერილობით აღტაცებაში მოჰყავდა არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი მსმენელიც. პარიზში ,,მრავალჟამიერი“ სამჯერ ამღერეს, ესპანელები ყელზე კოცნიდნენ. ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და თავისი სიმღერით გულგრილი არავინ დაუტოვებია, მათ შორის პროფესიონალი მუსიკოსებიც.

გონაშვილის რეპერტუარიდან გამორჩეულია „ურმული“, „ოროველა“, „წინწყარო“, „წმინდაო ღმერთო“, „გაფრინდი შავო მერცხალო“, „დაიგვიანეს“. მისი შემოქმედება ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის უნიკალური სინთეზია.

ჰამლეტი ადამიანური თვისებებითაც გამორჩეული იყო. უყვარდა კახური ღვინო, ოღონდ საგანგებოდ, ფაქიზად ეპყრობოდა, ცოტას სვამდა, დაგემოვნებით. უცხოეთში გასტროლებზე მუდამ თან მიჰქონდა, მაშინაც კი, როცა სასმელის საზღვარზე გადატანა მკაცრად იყო აკრძალული, კონცერტის შემდეგ საქართველო აუცილებლად უნდა ედღეგრძელებინა. განსაკუთრებით იწონებდა თავს, რომ სირიიდან ჩამოტანილი ლეღვის ნერგი ანაგაში გაახარა და ნაყოფიც მიიღო. თუმცა სიტყვაძუნწი არ ყოფილა, საკუთარ თავზე და, მითუმეტეს, წარმატებაზე ლაპარაკი არ უყვარდა, ახლობელს თუ უცნობს ქებას არც კი დაამთავრებინებდა, ღიმილით გაშორდებოდა.

დაიღუპა ტრაგიკულად, მშობლიურ სოფელში, დედის სანახავად ჩასული. დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე, 2001 წელს გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მის მიერ შესრულებული სიმღერები დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება საზღვარგარეთ. უცხოელები ჰამლეტ გონაშვილის „ურმულსა“ და „ოროველას“ კინოფილმებსა და მასობრივ სანახაობებში იყენებენ როგორც მისტიკური მოვლენის, ადამიანის ხმის შესაძლებლობის უნიკალურ გამოვლინებას.
Read more

ქაიხოსრო (ქაქუცა) ჩოლოყაშვილი

ჩოლოყაშვილი კახეთში დაიბადა, სოფელ მატანში. მართლაც, საამაყო წინაპრები ჰყავდა, მაგრამ მათ შორის ერთი, კახეთის აჯანყების მოთავე და შემდეგ სიკვდილით დასჯილი ბიძინა ჩოლოყაშვილი, გამორჩეული იყო. ქაქუცამ თბილისის ქართული გიმნაზია დაამთავრა. ოცდაერთი წლისა რუსეთის არმიაში გაიწვიეს სამხედრო ბეგარის მოსახდელად. ტვერის დრაგუნთა პოლკში გაწვრთნილმა, სამხედრო წინსვლას, სამშობლოში დაბრუნება არჩია. ახალგაზრდა ოფიცერმა საყვარელ ქალზე, ნინო მეღვინეთუხუცესზე იქორწინა. ჯვრისწერისას მღვდელს ჯვარი ხელიდან გაუვარდა და ტაძარში გაჟღერებული წკრიალი მთელი სიცოცხლე ავად ესმოდა.


26 წლის პირველ მსოფლიო ომში ჩაება. ავსტრიის ფრონტზე დაიჭრა, ამიტომ კავკასიაში დააბრუნეს და ასეულის უფროსად დანიშნეს. ოსმალებთან ბრძოლაში ჯერ ფეხში, შემდეგ კი მკერდში დაჭრილმა ბრძოლას მანამდე არ დაანება თავი, ვიდრე „არწივის ბუდედ“ წოდებული სიმაგრე ხელთ არ იგდეს. სარაყამიშის დაცვისათვის ოქროს ხმლით დააჯილდოვეს. ჭრილობები წმინდა ნინოს ქართულ საავადმყოფოში მოიშუშა და როდესაც ქართული ცხენოსანი რაზმი დაარსდა, ერთ-ერთი პირველი ჩაეწერა და ახლა სპარსეთის ფრონტზე მოხვდა.

საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მუდმივ ომშიც ჩაება. ოფიცერი ჩოლოყაშვილიც თითქმის ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა. 1921 წელს გაქცეულ მთავრობას თან არ გაჰყოლია, სამშობლოში დარჩა და გადაწყვიტა, იარაღით ებრძოლა ქვეყნის გათავისუფლებისათვის. კახეთში მებრძოლთა ჯგუფი შეადგინა, „საქართველოს შეფიცულები“ დაირქვეს და ტყეში გავიდნენ. ასეთივე ჯგუფების შესადგენად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სანდო პირები დააგზავნა.

ერთი წლის მცდელობის, შეხლა-შემოხლისა და დაპირისპირების შემდეგ 1922 წლის მაისის დამდეგს შეიქმნა დამოუკიდებლობის კომიტეტი (დამკომი) - ხუთი ანტიბოლშევიკური პარტიის გაერთიანება. ამ ორგანოს დაექვემდებარა „სამხედრო ცენტრი“, რომლის მთავარი ძალა ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცული ძმები გახდნენ. დამკომმა დაადგინა: გამოსავალი ერთადერთია - აჯანყება!

1922 წლის ივნისში სიღნაღთან ჩოლოყაშვილი პირველად შეება წითელ ჯარს, რამაც დასაბამი მისცა დამოუკიდებლობისათვის მრავალწლიან ბრძოლას. აგვისტოში აჯანყება დაიწყო ხევსურეთში. დუშეთში ჩოლოყაშვილის რაზმმა გამარჯვებას მიაღწია, მაგრამ მეორე ძლიერი შეტევა ვეღარ მოიგერია, გააფთრებული იერიშით ალყა გაარღვია და თავი კახეთს შეაფარა. მთავრობამ შური იმით იძია, რომ წითელი არმია ხევსურეთს შეუსია და ააოხრა. სხვა გადამჭრელი ზომებიც მიიღო - დაშალა ქართული დივიზია, გააძლიერა რუსული გარნიზონები. ქართულ ოფიცრობას ჩეკამ მუდმივი მეთვალყურეები მიუჩინა. განსაკუთრებული ნადირობა გამოცხადდა ჩოლოყაშვილზე, დიდი რისკი იყო მისი შეფარება ან საკვების მიწოდება. კახეთსა და ქიზიყში სოფელი არ დარჩა, ქაქუცას გულშემატკივარი არ გამოსჩენოდა. მასპინძლობას ხშირად აწიოკება, დაპატიმრება და ზოგჯერ სიკვდილიც მოსდევდა, მაგრამ მაინც იფარებდნენ, ხელს უმართავდნენ, საკვებს აწვდიდნენ. ამის შემდეგ ქაქუცა დროებით ჩეჩნეთში გადავიდა, რათა ჩრდილო კავკასიელებთან გაება კავშირი. დაბრუნების შემდეგ ისევ დაუწყეს დევნა. ერთ-ერთი შეტაკების დროს დაეღუპა ძმა, დაუპატიმრეს ოჯახი, მცირეწლოვანი გოგონები.
რეპრესიებს ვერც სხვები გადაურჩნენ. 1923 წლის 3 მარტს ჩეკამ დამკომის 15 წევრი დააპატიმრა, 19 მაისს სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა: კონსტანტინე აფხაზს, ალექსანდრე ანდრონიკაშვილს, ვარდენ წულუკიძეს, გიორგი ხიმშიაშვილს, როსტომ მუსხელიშვილს... განაჩენი 24 საათში აღასრულეს.

ასეთმა სისასტიკემ ეროვნული ძალები შეაშფოთა, მაგრამ საერთო სახალხო აჯანყებაზე ფიქრი არ ნელდებოდა. დამკომმა დეკემბერში ქაქუცას მოსთხოვა, თბილისში ჩამოსულიყო. ეს დიდი რისკი იყო, ჩეკა ხომ თავდაუზოგავად ეძებდა, მაგრამ გაბედა და ჩამოვიდა, ერთი კვირა თბილისში იყო და უვნებლადვე დატოვა დედაქალაქი. მოლაპარაკების შემდეგ გადაწყდა: საბჭოთა წყობილების წინააღმდეგ აჯანყება თებერვალში მოეწყოს. ზუსტი თარიღის დასადგენად პარიზს მიავლინეს კაცი. პარიზიდან მხოლოდ ზაფხულში ჩამოვიდნენ აჯანყების ხელმძღვანელები. დამკომმა აჯანყება მომზადებულად მიიჩნია და გამოსვლის თარიღიც დადგინდა - 17 აგვისტო. ქაქუცამ თითქმის 600-მდე კაცი მოაგროვა. მაგრამ პარიზიდან ჩამოსულები ჩეკამ დააპატიმრა და აჯანყების ყველა დეტალი ცხადი გახდა. დამკომმა გამოსვლის დღე გადადო. ქაქუცას არ მოეწონა ეს გადადება, ხალხის უკან გაშვება და ხელახლა შეკრება ძნელი იქნებოდა, მაგრამ დაემორჩილა ბრძანებას: საბჭოთა მთავრობის წინააღმდეგ აჯანყება დაიწყოს ერთ დღეს, ერთ საათს, მთელ საქართველოში. იმოქმედეთ უეცრივ და შეუჩერებლად! დრო - 29 აგვისტო, ღამის 2 საათი!

აჯანყება მართლაც დაიწყო, ოღონდ არა მთელ საქართველოში, მხოლოდ ჭიათურაში. თანაც არა 29 აგვისტოს, არამედ ერთი დღით ადრე. ამიერკავკასიის თავკაცი სერგო ორჯონიკიძე არ დაბნეულა, დამსჯელი ლეგიონები ჯავშნოსანი მატარებლითა და თვითმფრინავით მიუსია, კახეთში იმავე დღეს დააპატიმრა ყველა საეჭვო ელემენტი, თბილისი და ბათუმი მთლიანად დაიმორჩილა. 4 სექტემბერს შიომღვიმის ტყეში შეიპყრეს დამკომის წევრები: კოტე ანდრონიკაშვილი და იასონ ჯავახიშვილი. მათ აჯანყების დამარცხება ოფიციალურად აცნობეს ქართველ ხალხს.
ქაქუცა ჩოლოყაშვილმა 10 დღე თბილისს უტრიალა, მაგრამ როცა ბრძოლის გაგრძელების ამაოებაში დარწმუნდა, თურქეთის საზღვარი გადალახა და ოქტომბრის ბოლოს 26 მებრძოლთან ერთად უცხოეთში გადაიხვეწა.

ქაქუცა ქართველი რაინდის განსახიერება იყო, დარბაისელი, მზრუნველი, მოხდენილი, შესანიშნავი მოცეკვავე, ამიტომ უყვარდათ შეფიცულებს. ბევრს ეცადა საბჭოთა ხელისუფლება, მისთვის ავტორიტეტი შეელახა, ხან ბანდიტს ეძახდა, ხან ყაჩაღსა და კაცისმკვლელს, მაგრამ ჩოლოყაშვილმა ეროვნული გმირის სახელი დაიმკვიდრა. მასზე ლეგენდებს ქმნიდნენ და შვილიშვილებს მალულად უამბობდნენ.

42 წლისამ საფრანგეთში დალია სული. ვინ იცის, რა იყო ნაადრევი სიკვდილის მიზეზი - ძველი ჭრილობები, შელახული თავმოყვრეობა, ნოსტალგია, სამშობლოში დატოვებული ცოლისა და ქალიშვილების დარდი თუ ყველაფერი ერთად.

ჯერ სენტ უანის სასაფლაოზე დაკრძალეს, შემდეგ ლევილის ქართველთა საძმო სასაფლაოზე გადაასვენეს. გარდაცვალებიდან 75 წლის შემდეგ მისი ნეშტი მთაწმინდის მიწამ მიიბარა.
Read more

ნიკო ფიროსმანი

საუკუნეც არ გვაშორებს ფიროსმანს. ფოტო, გაზეთი, კინო, რითიც დღეს მატიანეს ვქმნით, მაშინაც არსებობდა, მაგრამ ფიროსმანაშვილზე მცირე რამ ვიცით.
1862 წელს ასლან ფიროსმანაშვილსა და თეკლე ტოკლიკიშვილს მესამე შვილი, ნანატრი ვაჟი შეეძინათ. პატარას ნიკო დაარქვეს. 8 წლის იყო, როცა მშობლიურ სოფელს, მირზაანს, მოაშორეს და უფროს დას, ქალაქში გათხოვილ მარიამს, თან გააყოლეს - “უცხო გარემოში მარიამს ძმა რომ ეყოლება, აღარ ინაღვლებს, თანაც სადმე მდიდრის ოჯახში მივაბარებთ, ზრდილობას, წერა-კითხვას ისწავლის და კაცი დადგებაო.”

პატარა ნიკო დას ვერაფრით დაეხმარა, თვითონ გახდა მისახედი. თბილისური მჭიდრო სახლები, ქუჩისპირას ჩამწკრივებული დუქნები, ქვაფენილით მოკირწყლული გზები და ამ გზებზე მოსიარულე ეტლები მალევე მობეზრდა. თავიანთი წნული ქოხი, სახლის წინ გაშენებული ვენახი და დედა მოენატრა. - აქედან საით არის მირზაანიო? - ხშირად ეკითხებოდა ხოლმე დას.

თბილისი საბედისწერო აღმოჩნდა ნიკოს დისათვის. ქალაქში გავრცელებულმა ქოლერამ მარიამი იმსხვერპლა. მარტო დარჩენილი ნიკო სოფელში არ დაბრუნდა და სიძის დახმარებით ქალანთაროვების ოჯახში მსახურად “პურის ჭამაზედ დადგა”. სწორედ ამ დროიდან იწყება მისი ბრძოლა არსებობისათვის: იყო ქალანთაროვებთან მზარეული, ვინმე ბაშინჯაღიანთან შინამოსამსახურე, ზემელზე და მერე სადგურზე რძის დახლიდარი, კავკასიის რკინიგზის დამუხრუჭების კონდუქტორი... ყველა სამუშაოს პატიოსნად, მაგრამ უგულოდ ასრულებდა. ერთადერთი საქმე, რაც სიამოვნებას ჰგვრიდა, ხატვა იყო, არადა იყო თვითნასწავლი მხატვარი, ხატავდა ყველგან, ყველა გარემოში, ყველაფერზე... კედელზე, მუყაოზე, მუშამბაზე...

ახალგაზრდობაშივე ნიკომ ორჯერ სცადა ბედი მხატვრობაში. იმხანად დედაქალაქში არ არსებობდა გალერეა, სალონი, სადაც შეიძლებოდა მხატვარს საკუთარი ნამუშევარი გამოეფინა, ხალხის თვალამდე მიეტანა, სამაგიეროდ, მრავლად იყო დუქანი. ამ დუქნებს გარედან აბრები, შიგნით კი კედლებს გალამაზება სჭირდებოდა. ჯერ მხატვარ გიგო ზაზიაშვილს დაუმეგობრდა, მაგრამ რამდენიმე თვეში საქმე ჩაუვარდათ და მერე ვინმე გაზერნაძეს გაურიგდა. ეს წამოწყებაც მარცხით დასრულდა, “ერთ დღეს ნიკომ და მისმა ამხანაგმა დამშვიდებული სინდისით აუგდეს დარაბები თავიათნ სამხატვრო სახელოსნოს.”

ასე გაგრძელდა 1904 წლამდე. 42 წლის საბოლოოდ ჩამოშორდა ყველა სხვა საქმეს და მედუქნეებს დაუმეგობრდა. იყო უსახლკარო, უმისამართო, უპატრონო, მაგრამ ცხოვრებაშიც და საქმეშიც ღირსებას ინარჩუნებდა. არც მედუქნეებთან ქეიფს კადრულობდა და არც ხატვისას ითვალისწინებდა მათ კაპრიზს. სვამდა მაშინ, როცა მოუნდებოდა და ხატავდა ისე, როგორც სურდა. ამიტომაც ქმნიდა შედევრებს.

როცა ზდანევიჩები გაიცნო, თითქოს ებოდიშებოდა და ხშირად იხსენებდა იმ დროს, კოხტად და მოდურად რომ იცვამდა. მართლაც, შავი პიჯაკით, შარვლითა და მოხდენილი პალტოთი გამოწყობილს ოქროს საათიც ეკეთა, ჯიბეში კი იმდენი ფული ედო, რომ სხვებსაც ეხმარებოდა, სოფელში სახლი ააშენა, გამრჯე დას, ფეფეს, საოცნებო საკერავი მანქანა უყიდა... ქონება მისთვის მეტად უმნიშვნელო იყო. ალბათ, ამიტომაც შეიქმნა ლეგენდა, რომ ყველაფერი გაყიდა და ფრანგ მომღერალ ქალს სასტუმროსთან ყვავილებით დატვირთული რამდენიმე ურემი მიაყენა.

განსხვავებული იყო ბუნებითაც, მეგობარი დიმიტრი ალუღიშვილი ხან “ტვინდასეტყვილს” ეძახდა და ხან “თვითრჯულს”. შეეძლო ბავშვივით გაბუტვოდა იმ ადამიანს, ვინც ქომაგად მოევლინა. ილია ზდანევიჩის პორტრეტს ხატავდა. ახალგაზრდა დაგვიანებით მივიდა. ნიკალამ უსაყვედურა, შენზე გაბრაზებული ვარო, მაგრამ მეორედაც რომ დაიგვიანა, პირდაპირ მიახალა: “ჩემი ტალანტი დაღლილია ლოდინით. მე დილიდან გელოდით, თქვენ კი დაიგვიანეთო”.

ძალიან გვიან და თანაც ძალიან ცოტამ მიაქცია ნიკო ფიროსმანს ყურადღება. 1913 წლის 24 მარტს მოსკოვში ფოროსმანაშვილის 4 ნახატიც გამოფინეს. მისი შემოქმედებისადმი ინტერესი გაუჩნდათ ახალგაზრდა მხატვრებს, მაგრამ პრაქტიკული დახმარება ვერავინ გაუწია. ისევ ცივ სარდაფში მედუქნეებისა და შეზარხოშებული მუშტრების ირგვლივ ტრიალებდა “გრაფად” დაბადებული მხატვარი.

1918 წლის გაზაფხულზე ნიკო ავად გახდა. რამდენიმე დღე მარტო იწვა ბნელ სარდაფში. საავადმყოფოში რომ გადაიყვანეს, უკვე დაგვიანებული იყო. დიდხანს ესვენა მისი გვამი და რომ არავინ მოაკითხა, უპატრონო მიცვალებული წაიღეს და სადღაც დაკრძალეს. იმ მხატვრის, რომლის სახელითაც ხშირად მსოფლიოს ქართულ კულტურას ვაცნობთ, საფლავიც კი არ ვიცით.

ხატვისას ხშირად უბრუნდებოდა ერთსა და იმავე თემას. უყვარდა თამარი, რუსთაველი, საქართველოს წარსული. უყვარდა პორტრეტები, ქეიფის სცენები, ზოგს დაკვეთით, ზოგსაც საკუთარი სურვილით ქმნიდა. ხატავდა ძირითადად იმ გარემოს, იმ ხალხს, ვის ირგვლივაც თვითონ ტრიალებდა, რაც მის მეხსიერებაში იყო ჩაბეჭდილი. თანაც ხატავდა ყველაზე სადა, ნაივური სტილით.

... ფიროსმანი ხშირად ხატავდა სოფლურ ყოფას და სადღაც, უკანა პლანზე მიახატავდა პატარა ბიჭს, რომელიც ჭიშკრიდან გადის, სახლის დერეფანში მდგარი დედა კი ხელს უქნევს. ის ბავშვი ალბათ თვითონ ნიკოა...
Read more

დავით ყიფიანი

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი - ნახევარმცველი, მწვრთნელი. სპორტის დამსახურებული ოსტატი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ევროპის თასების მფლობელთა თასის მფლობელი (1981), სსრკ-ს საუკეთესო ფეხბურთელი (1977), ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1976). თბილისის “დინამოსა” (1984-85, 1988, 1990, 1995-97) და საქართველოს ეროვნული ნაკრების (1997, 2000-2001), აგრეთვე კლუბების: თბილისის “ლოკომოტივის” (1988), კვიპროსის “ოლიმპიაკოსის” (1992-93), იაროსლავლის “შინნიკისა” (1998) და ქუთაისის “ტორპედოს” (1999-2001) მთავარი მწვრთნელი. 245 მატჩში გატანილი აქვს 78 გოლი.


დავით ყიფიანი 1951 წლის 18 ნოემბერს დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის 35-ე სპორტსკოლა. მისი პირველი მწვრთნელი პ. ჭელიძე იყო. 17 წლისა უკვე თბილისის “დინამოს” რიგებში თამაშობდა, სადაც თბილისის “ლოკომოტივიდან” მივიდა. ეს ის პერიოდია, როცა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდების უმრავლესობა თამაშს ფრეზე ასრულებს. ამ ფონზე თბილისის “დინამო” ლამის ერთგვარ “ოაზისს” წარმოადგენდა არა მხოლოდ შედეგის, არამედ ფეხბურთელების მაღალი პროფესიონალიზმის თვალსაზრისით. ამ დიდ სპორტსმენებს შორის თავის გამოჩენა და გამორჩევა არცთუ იოლი საქმე იყო, მაგრამ ყიფიანმა ეს მოახერხა და მოახერხა, უპირველესად, იმ უნიკალური თვისების წყალობით, რომელიც მხოლოდ ერთეულების, უმაღლესი კლასის ფეხბურთელების დამახასიათებელია – ეს არის მოედნის ხედვა და სხარტი აზროვნება. სწორედ ამ თვისების გამო ადარებდნენ ყიფიანს ლეგენდარულ ჰოლანდიელ კრუიფს. კრუიფის მსგავსად ყიფიანიც სიტუაციის მიხედვით თამაშობდა. ის იყო ყველგან, სადაც კი გუნდს მისი დახმარება ესაჭიროებოდა.

მოწინააღმდეგეების მჭირდო თამაშის დროს შექმნილი, თითქოსდა, გამოუვალი მომენტებისას, როცა სიტუაციის გარდასახვა და თამაშის გადაწყობა იყო აუცილებელი, მისი გრძელი გადაცემები საყოველთაოდ იყო ცნობილი. ის იყო ფართო პროფილის მოთამაშე – საუკეთესო ნახევარმცველი და საუცხოო ფორვარდი. ყიფიანი აღმოჩნდა მსოფლიოს იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა შორის, რომლებსაც საკუთარი თამაშის, “მონოლოგის” შეთავაზება შეუძლიათ მაყურებლისათვის. იგი აკეთებდა სვლებს, რომლებიც კონკრეტულ მომენტში მიაჩნდა საჭიროდ და ბრმად არ მიჰყვებოდა მწვრთნელების მკაცრ მონახაზს. ამის გამო მას ხშირად არ იძახებდნენ საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში, სადაც საერთო ჯამში მხოლოდ 19 მატჩი ითამაშა 7 გოლის შედეგით. განსაკუთრებით არ ესმოდა მისი საკავშირო ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლობანოვსკის, ამიტომ ყველაზე ნათელი და ბრწყინვალე პერიოდი მის კარიერაში უკავშირდება თბილისის “დინამოს”.

დავით ყიფიანმა “დინამოში” თამაში 1968 წელს მარცხენა ნახევარმცველის პოზიციიდან დაიწყო და 15 სეზონი ითამაშა. სრულიად ახალგაზრდა ფეხბურთელს საოცნებო გუნდის მუდმივ შემადგენლობაში მოხვედრა თავდაპირველად ტრამვამ ჩაუშალა. იგი კვლავ “ლოკომოტოვში” დაბრუნდა. ამ პერიოდში ყიფიანი თვალში მოუვიდა საბჭოთა ფეხბურთის ცნობილ სპეციალისტს – გავრილ კაჩალინს, რომელმაც ნიჭიერ ფეხბურთელს მოსკოვის “დინამოში” გადასვლა შესთავაზა. დიდი იყო მისი გაოცება, როცა კატეგორიული უარი მიიღო. როგორც მოგვიანებით თავად დავით ყიფიანი იხსენებდა, მას აზრადაც არ მოსვლია სხვა რესპუბლიკის მაისურით მოედანზე გასვლა. ყიფიანის დებიუტი თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში 1971 წელს შედგა “ფახთაქორის” წინააღმდეგ, როცა ცხრამეტი წლის დამწყებმა ფეხბურთელმა მოედანზე თავისი კუმირი – სლავა მეტრეველი შეცვალა. 1976 წელს დავით ყიფიანი სსრკ-ს ნაკრებთან ერთად კანადის ოლიმპიადაზე გაემგზავრა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა ლობანოვსკიმ იგი მოედანზე არც კი გამოიყვანა. შედეგად, საბჭოთა ნაკრების მიერ აღებული ბრინჯაოს მედლები მას არ ერგო.…ეს იყო პირველი სერიოზული იმედგაცრუება, რომელიც ფეხბურთელმა ისე განიცადა, რომ სიმწრისაგან სასტუმროს აივანზეც კი იტირა თურმე... 1977 წელს დავით ყიფიანი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ამ პერიოდის ყველაზე ხმაურიან წარმატებად თბილისელი ფეხბურთელებისათვის მილანის “სან-სიროს” სტადიონზე “ინტერის” დამარცხება იქცა. დავით ყიფიანმა მილანელთა გამოცდილ მცველ ფაკეტტის ბურთი მოხერხებულად აართვა, პირისპირ გავიდა მეკარესთან და შესანიშნავი გოლი გაიტანა. ამის შემდეგ მისკენ ბევრი წამყვანი ევროპული კლუბის მესვეური მზა კონტრაქტებით ხელში დაიძრა, მაგრამ ყიფიანი ყველას უარით ისტუმრებდა.

დავით ყიფიანი თბილისის “დინამოს” 1981 წლის ტრიუმფის მონაწილეც იყო, როცა მისმა გუნდმა იენის “კარლ-ცაისს” სძლია და ევროპის თასების მფლობელთა თასი მოიპოვა. სამწუხაროდ, იმავე წელს მადრიდის “რეალთან” მატჩის დროს დავით ყიფიანმა ფეხი მოიტეხა და ოთხი თვით გამოეთიშა ასპარეზობას. მალე იგი საბჭოთა კავშირის ნაკრებში გამოიძახეს, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატისათვის ემზადებოდა. ამ პერიოდში ყიფიანი კონტინენტის საუკეთესო ფეხბურთელთა სამეულში შედიოდა. თუმცა, გადატანილი ტრავმის გამო შესარჩევ თამაშზე სასურველი შედეგი ვერ აჩვენა. როცა ყიფიანმა საკუთარი გვარი ნაკრების ფეხბურთელთა ორმოცკაციან წინასწარ განაცხადში ვერ ამოიკითხა, მან ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა. 1983 წელს, აქტიური ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ, ყიფიანს თბილისის “დინამოს” მთავარი მწვრთნელის პოსტი შესთავაზეს. ის დიდხანს იყო უარზე, მაგრამ ბოლოს მაინც დათანხმდა. ყიფიანმა მშობლიური გუნდი აუტსაიდერობიდან მესამე ადგილზე აიყვანა. 90-იანი წლების დასაწყისში კი კვიპროსზე გაემგზავრა, სადაც “ოლიმპიაკოსი” ჩაიბარა. ამასთან, გადაწყვიტა მცირე ბიზნესიც ეწარმოებინა – გახსნა რესტორანი “რუსი”, რომელიც ორ რუს მოქალაქეს შორის მომხდარი სკანდალის შემდეგ მალევე დაიხურა. თავად მეპატრონე დავით ყიფიანი ამ სკანდალის მსხვერპლი გახდა – იგი სამი დღით დააპატიმრეს. მიუხედავად პოლიციის ბოდიშისა, პრესაში მაინც გამოქვეყნდა ცნობები ყიფიანის რუსულ მაფიასთან შესაძლო კავშირის შესახებ. მაგრამ ამ უმნიშვნელო ფაქტს არ შეეძლო დაეჩრდილა ხალხის დიდი სიყვარული ლეგენდარული ფეხბურთელის მიმართ. საქართველოში ის დღესაც საყოველთაოდ აღიარებული და პატივსაცემი ადამიანია.

2001 წლის 17 სექტემბერს დასავლეთ საქართველოდან თბილისისკენ მომავალი დავით ყიფიანი სოფელ ჩარდახთან ავტოკატასტროფაში მოჰყვა. როგორც შემდგომში გახდა ცნობილი, ავარიამდე რამდენიმე წამით ადრე მას ინფარქტი დაემართა, რის გამოც საჭე ვეღარ დაიმორჩილა და კაკლის ხეს შეასკდა. იგი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. არადა, ორიოდ დღეში მოსკოვში მიემგზავრებოდა, სადაც მოსკოვის “დინამოს” უნდა ჩადგომოდა სათავეში. ეს იყო უდიდესი დანაკლისი როგორც ქართული, ასევე მსოფლიო ფეხბურთისათვის.. დავით ყიფიანი ხომ არა მარტო ერთი საფეხბურთო გუნდის, არამედ მთელი ეპოქის ლიდერი იყო, ამიტომ საქართველოში გულშემატკივრები მას მხოლოდ დიდ ფეხბურთელად კი არა, ეროვნულ მოღვაწედაც თვლიან.
Read more

აკაკი წერეთელი (1840-1915)

პოეტი და საზოგადო მოღვაწე. 1852 წლიდან ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა, 1863 დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტი. ერთხანს მოსკოვში ცხოვრობდა, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. მონაწილეობდა "მამებისა" და "შვილების" ბრძოლაში. უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" დაარსებასა და მუშაობაში; ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის - "აკაკის თვიური კრებული" (1897-1900) დაარსებით. იყო სატირულ-იუმორისტული ჟურნალის - "ხუმარას", რედაქტორი. იგი ილია ჭავჭავაძესთან ერთად სათავეში ედგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში. იღწვოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის. ავტორია მრავალი ლექსისა და პოემისა. მისმა შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დატოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში.

აკაკი წერეთლის პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.

აკაკი წერეთლის ფონდი 873 საარქივო საქმეს შეიცავს:
1) ბიოგრაფიისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი მასალა;
2) შემოქმედებითი;
3) მიმოწერა;
4) სხვადასხვა.
ბიოგრაფია: აკაკი როსტომის ძე წერეთელი (დ. 21 ივნისი, 1840, სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის რაიონი ― გ. 8 თებერვალი, 1915, იქვე), დიდი ქართველი პოეტი, მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი.

დაიბადა ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ წერეთლის ოჯახში. დედა ― ეკატერინე აბაშიძე ― იმერეთის მეფის სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო. წერეთელმა ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა.

განათლება
აკაკი წერეთელი 1852-იდან ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში სწავლობდა, 1859-იდან კი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა კანდიდატის ხარისხით.
სალიტერატურო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა

ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა ― "საიდუმლო ბარათი”, რომელიც იმთავითვე სიმღერადაც გავრცელდა, ახალგაზრდა პოეტს ფართო პოპულარობა მოუტანა.

მიუხედავად მატერიალური ხელმოკლეობისა, აკაკი წერეთელი არასდროს შესულა სახელმწიფო სამსახურში. მას უდიდესი დამსახურება მიუძღვის "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” დაარსებასა და მის მრავალმხრივ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართული დრამატული საზოგადოების შექმნასა და მუშაობაში, ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში, როგორც უაღრესად ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი პუბლიცისტური მოღვაწეობით, ისე ყოველთვიური ჟურნალის "აკაკის თვიური კრებული” (1897-1900) დაარსებით. იგი რედაქტორობდა აგრეთვე სატირულ-იუმორისტულ ჟურნალს "ხუმარა”, რომლის ანტიცარისტული და ეროვნული მიმართულების გამო დაპატიმრებულიც კი იყო (1907). ილია ჭავჭავაძესთან ერთად აკაკი წერეთელი სათავეში ჩაუდგა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას საქართველოში და სიტყვით თუ საქმით, დაუცხრომლად, მიზანდასახულად იღვწოდა ქართველი ხალხის სულიერი აღორძინებისათვის, მასში ეროვნული თვითშეგნების ამაღლებისათვის. სწორედ ეროვნული მოტივი იმთავითვე იქცა აკაკი წერეთლის შემოქმედების ლაიტმოტივად.

ილია ჭავჭავაძის და აკაკი წერეთლის შემოქმედებამ წარუშლელი კვალი დასტოვა ქართველი ხალხის სულიერი კულტურის ისტორიაში. მან ახალი ეტაპი შექმნა ქართული მხატვრული სიტყვის განვითარებაში, რამაც პოეტს, ილია ჭავჭავაძესთან ერთად, კანონიერად დაუმკვიდრა ახალი ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის რეფორმატორის სახელი.

ქართველმა ხალხმა სიცოცხლეშივე შერაცხა წერეთელი ჭეშმარიტად სახალხო პოეტად. საყოველთაო აღიარების ნათელი დადასტურება იყო მისი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობის 50-ე წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო (1908), რომელიც, ისევე როგორც პოეტის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში (1912), გრანდიოზულ ეროვნულ დღესასწაულად გადაიქცა.

აკაკი წერეთელი გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. დაკრძალულია თბილისში, საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
Read more

იაკობ გოგებაშვილი

„ის იყო კარგად მოსული, ჩასხმული, მაღალი, მხარბეჭიანი და ლამაზი ვაჟკაცი, ომახიანი და მჭექარე ხმით. მაგრამ ამ ახოვანებას, მის რიხიანობას, როგორღაც არ ეხამებოდა სევდით მომზირალი სახე, ოდნავ ფერმკრთალი იერით და კეთილშობილური გამომეტყველებით. მისი წაბლისფერი თმა მუდამ ურჩობას ეწეოდა და ოდნავ შერხევაზე მის სპეტაკ შუბლს ხვეულ კულულებად ეფინებოდა. თვალები იშვიათი ჰქონდა, ფართო ღია ბაიებით. რიხიანი, უშიშარი და პირდაპირ შემხლელი, პირშივე მთქმელი სათქმელისა, ფიცხი და ამავე დროს განსაცვიფრებლად დინჯი იყო". – ასე იგონებენ ნაცნობები იაკობ გოგებაშვილს.

იაკობ გოგებაშვილი დაიბადა 1840 წლის 15 ოქტომბერს (27 ოქტომბერი) სოფელ ვარიანში (ახლანდელი გორის რაიონი). მამა – სვიმონი – მღვდელი იყო. სვიმონს სურდა, რომ შვილებიც სასულიერო პირები გამოსულიყვნენ, იაკობი კი დედასაც და მამასაც ბერად წარმოედგინათ. მართალია, იაკობი ძალიან სუსტი ბავშვი იყო, მაგრამ მეტად ჭკვიანი, გამჭრიახი და მკვირცხლი გონება ჰქონდა. უამრავ ლოცვას, ლექსსა და საგალობელს aდვილად ითვისებდა. თანატოლებს იაკობი ძლიერ უყვარდათ, რადგან ყოველთვის ნაირ-ნაირ მოთხრობებსა და ლექსებს უყვებოდა. მამისაგან სიმღერის ნიჭიც დაჰყვა. პატარა იაკობს ძალიან იზიდავდა სოფლის ბუნება. იგი საათობით აკვირდებოდა სხვადასხვა ყვავილებს, ცხოველებს, ანკარა მდინარეში მოფართხალე თევზებს. ალაბათ ამიტომაც შესძლო შემდგომში იაკობმა, ასე საინტერესოდ აღეწერა ეს მშვენიერი სამყარო „ბუნების კარში".
მაშინდელ დროში სოფლად სკოლები არ იყო, ბავშვებს წერა-კითხვას შინ ასწავლიდნენ ხოლმე. მაგრამ იაკობი იმდენად ნიჭიერი ბავშვი აღმოჩნდა, რომ ოჯახმა იგი ქალაქ გორში ჩაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა. იაკობი მეტად ბეჯითი მოსწავლე გამოდგა, იგი ძალიან ბევრს მეცადინეობდა და მალე საუკეთესო მოწაფე გახდა. იაკობს ძალიან აინტერესებდა საქართველოს ისტორია და ლიტერატურა, ბევრს კითხულობდა, ეცნობოდა საეკლესიო ისტორიასა და საღვთისმეტყველო წიგნებს. შემდგომში ეს ცოდნა მას დაეხმარა, ბავშვებისათვის მათთვის გასაგებ ენაზე, დაეწერა საღმრთო ისტორია.
სკოლის დამთავრების შემდეგ, 1855 წელს იაკობი თბილისის სასულიერო სემინარიაში შევიდა, მაგრამ არც ამით დაკმაყოფილდა და 1861 წელს სწავლის გასაგრძელებლად კიევში გაემგზავრა, სადაც სასულიერო აკადემიაში ჩააბარა. პარალელურად უნივერსიტეტში საბუნებისმეტყველო დისციპლინებში ისმენდა ლექციებს. კიევში მას შესაძლებლობა მიეცა, თანამედროვე მეცნიერების, პედაგოგების, საზოგადო მოღვაწეების შრომებს გასცნობოდა. მაგრამ კიევის ჰავამ ისედაც სუსტი ჯანმრთელობის იაკობზე კიდევ უფრო ცუდად იმოქმედა და იგი ტუბერკულოზით დაავადდა. ექიმის დაჟინებული მოთხოვნით, იაკობი იძულებული გახდა მესამე კურსი მიეტოვებინა, 1863 წელს სამშობლოში დაბრუნებულიყო.
1864 წელს გოგებაშვილი თბილისის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლად, ხოლო 1868 წელს მის ინსპექტორად დაინიშნა. იაკობ გოგებაშვილის მოღვაწეობის პერიოდში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენელი ნაწილი იყო და ყველაფერი ქართული იდევნებოდა. სკოლებში ქართული ენის ხსენებაც კი აკრძალული იყო, არისტოკრატიას ქართულად ხმის ამოღება ერცხვინებოდა, ინტელიგენცია რუსულად აზროვნებდა, ქართული ენის შესასწავლად ორგვერდიანი ნაბეჭდი ანბანი არსებობდა, ისტორიასა და გეოგრაფიას ვინღა ჩიოდა. სკოლაში ძალიან მკაცრი და უსამართლო წესები ჰქონდათ. მოსწავლეთა წკეპლით ცემა, მუხლებზე დაყენება ჩვეულებრივი ამბავი იყო.
იაკობ გოგებაშვილი აქტიურად ჩაება ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, რომელსაც ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი მეთაურობდნენ. იაკობი მაშინვე შეუდგა ძველი ჩვევების აღმოფხვრას: სემინარიის გამგეობას სწავლის პროცესის მთლიანად გარდაქმნის პროექტიც წარუდგინა, სრულიად გააუქმა დასჯა. 1865 წ. გამოვიდა ი. გოგებაშვილის „ქართული ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის", შემდეგ – „ბუნების კარი" (1868), „დარიგება მოსწავლეთათვის, თუ როგორ უნდა წაიყვანოს სწავლება წერა-კითხვისა ქართულ ანბანში" (1872), „დედა ენა" (1876). "დედა ენა” გოგებაშვილის სიცოცხლეში 33-ჯერ გამოიცა, გარდაცვალების შემდეგ 25-ჯერ. "დედა ენას” "ვეფხისტყაოსნის” ბადალი უწოდეს, რადგან ხალხისათვის ყველაზე საყვარელი და პოპულარული წიგნი გახდა. გოგებაშვილის წიგნები ათი ათასობით ვრცელდებოდა. ყოველწლიურად 20-25 ათასი "დედა ენა” და 5-6 ათასი "ბუნების კარი” იყიდებოდა. ამ წიგნებმა დაუდო საფუძველი განათლების ფართოდ გავრცელებას.
გოგებაშვილის პროგრესული პედაგოგიური მოღვაწეობამ სინოდისა და მეფის ხელისუფალთა უკმაყოფილება გამოიწვია. იაკობი "საზოგადოებრივი სამსახურისთვის არაკეთილსაიმედო პირად” გამოაცხადეს და 1874 წელს სასწავლებლიდან ისე გააძევეს, თავის მართლების საშუალებაც არ მისცეს. სასოწარკვეთილი თვითმკვლელობიდან ბედნიერმა შემთხვევამ გადაარჩინა. მძიმე ავადმყოფი, სახელმწიფო ბინიდან გამოგდებული მეგობარს შეეფარა. მაშინ დაწვა ყველა ოფიციალური საბუთი, სემინარიის ატესტატი, აკადემიაში სწავლის მოწმობა და ფიცი დადო: "ამიერიდან მთელი ჩემი სიცოცხლე, ძალა და ღონე ჩემს ქვეყანას უნდა მოვახმარო”.
ამის შემდეგ, გოგებაშვილი სახელმწიფო სამსახურში აღარ შესულა და მთელი სიცოცხლე საზოგადო მოღვაწეობას მიუძღვნა. უსამსახურომ, უბინაომ, უფულომ მრავალი განსაცდელი გამოარა, მაგრამ მიზნისათვის არ უღალატია.
იაკობ გოგებაშვილი მონაწილეობდა ი. მამაცაშვილის ლიტერატურულ სალონში, რომელმაც ხელი შეუწყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებას, იყო ამ საზოგადოების გამგეობის აქტიური წევრი (1879 წლიდან). იაკობ გოგებაშვილი თავისი წიგნების შემოსავლიდან დიდ დახმარებას უწევდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას", ერთხელ მთელი მიღებული თანხა – ცამეტი ათასი მანეთი – მთლიანად გადასცა საზოგადოებას და თავისთვის არაფერი დაიტოვა. მის თანამედროვეთა თქმით, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" მისი მეორე ოჯახი იყო. საკუთარი ოჯახი კი იაკობს არ ჰყავდა. მან თავი მთლიანად თავის ქვეყანას მიუძღვნა.
არ ყოფილა არც ერთი ეროვნული საქმე, რომ იაკობს სიტყვით თუ ფულით აქტიური მონაწილეობა არ მიეღო. ეს იყო ზეპირსიტვიერების შეგროვება, საბავშვო ჟურნალების გამოცემა, ხალხური სიმღერების ნოტებზე გადატანა, სასოფლო-სამეურნეო სკოლის, ბიბლიოთეკების დაარსება.
გოგებაშვილმა კარგად იცოდა, რომ მხოლოდ წიგნით ვერ შეძლებდა ერის განათლებას. იგი იბრძოდა სახალხო სკოლების შექმნა-დამკვიდრებისათვის საქართველოში. იცავდა რეალური განათლების უპირატესობას ფორმალურთან შედარებით. იაკობი არ იშურებდა სახსრებს სახალხო განათლებისათვის; იგი მატერიალურად ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეებს, ბევრ მათგანს თვითონ უხდიდა სწავლის ფულს. სისტემატურად უგზავნიდა ფულს რუსეთსა და საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, ციმბირში გადასახლებულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეებს. ბევრმა მისი შუამდგომლობით სტიპენდია მიიღო, მათ შორის იყვნენ შემდგომში გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორები ზაქარია ფალიაშვილი და დიმიტრი არაყიშვილი. ამ დროს კი თვითონ საკმაოდ მოკრძალებულად ცხოვრობდა, ყოფილა დრო, როცა ბინის ქირის გადასახადიც ვერ გადაუხდია და მეგობრებს შეუფარებიათ.
განსაკუთრებით დიდი ღვაწლი დასდო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და საქმიანობას.

გოგებაშვილს კალამიც კარგად უჭრიდა. ვისაც ქართული ენის, ქართული მწიგნობრობის ღალატს შეატყობდა, მეხივით დაატყდებოდა თავზე. საოცარი გაშმაგებით ებრძოდა იანოვსკის, ქართველთა დაუძინებელ მტერს, აშორდიებსა და მისთანებს, რუსების ჩაგონებით სამეგრელოდან ქართული ენის გამოდევნა რომ მოინდომეს. თვითონ ხომ პასუხს გასცემდა, ილიასაც მიეჭრებოდა ხოლმე: "გაგვიძეხ, ბერო მინდიავ, კარს საფრთხე მოგვდგომიაო!” რუსული ბიუროკრატიისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ შეუპოვარ მებრძოლებს ილიას, აკაკისა თუ გოგებაშვილს სიტყვა არ დასცდენიათ რუსული კულტურისა და ენის სწავლების საწინააღმდეგოდ. პირიქით, იაკობმა 1887 წელს შეადგინა "რუსკოე სლოვო”, რომელიც დიდხანს ემსახურებოდა ქართველ ახალგაზრდებს.

გოგებაშვილი ქართული საბავშვო ლიტერატურის ფუძემდებელია. მის მოთხრობებში დიდაქტიკური ელემენტი ორგანულად ერწყმის მხატვრულ რეალიზმს. გოგებაშვილის მხატვრული შემოქმედების ძირითადი წყაროა ქართული ფოლკლორი. ქართული ხალხური ანდაზების საფუძველზეა შექმნილი მოთხრობები „ქურდი და მამალი", „მერცხალი და მეცხვარე", „ცხვარი და მარტი" და სხვა. მოთხრობები „დევნილი მეგობარი", „ბეღურა", „ლომი", „მერცხალი", „აქლემი", „ორაგულის ცხოვრება", „ნამი", „ცისარტყელა" და სხვა. ბავშვებს აცნობს ფრინველთა და ცხოველთა სამყაროს; ისტორიულ თემაზე დაწერილი მოთხრობები „ასპინძის ომი", „იოთამ ზედგენიძე", „ერეკლე მეფე და ინგილო ქალი", „ცოტნე დადიანი", „თავდადებული მღვდელი თევდორე", „სხივი წარსულისა", „სამასი თავდადებული გლეხი" და სხვა.

მოზარდებს სამშობლოსათვის თავდადებასა და სიყვარულს შთააგონებს, ცნობილი მოთხრობა „იავნანამ რა ჰქნა" (1890) ჰუმანიზმს, პატრიოტიზმს, ხალხთა მეგობრობას ქადაგებს. 1910 წელს გამოვიდა მწერლის რჩეულ პედაგოგიკის და პუბლიცისტურ თხზულებათა ერთტომეული. თავისი საბავშვო მოთხრობებით და კრიტიკული მიმოხილვებით გოგებაშვილმა დიდი ამაგი დასდო საყმაწვილო ჟურნალებს „ნობათს", „ჯეჯილსა" და „ნაკადულს".

სიკვდილის წინ, 1912 წელს ანდერძი დაწერა და მთელი ქონება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას დაუტოვა. შავი დღისთვის გადანახული ფული გაანაწილა და ათ-ათი თუმანი გადასცა ქართველთა, სომეხთა და მაჰმადიანთა საზოგადოებებს, ვარიანის სახლი თანასოფლელებს უანდერძა, სადაც სკოლა გაიხსნა.
ახალგაზრდობაში დაავადებული ხშირად ავადმყოფობდა, ამიტომ მუდამ თბილად იყო ჩაცმული, მძიმე ჰაერს ერიდებოდა, სატამბაში არ შედიოდა, ასოთამწყობებს გარეთ გამოჰქონდათ ნიმუშები და იქ არჩევდნენ. ყოველი წიგნის კორექტურას ოთხჯერ კითხულობდა, ამონაბეჭდებს ასოთამწყობებს ურიგებდა და თითო ნაპოვნ შეცდომაზე პრემიად ორ შაურს აძლევდა. მანამდე არ ისვენებდა, ვიდრე ყველაფერს საგულდაგულოდ არ გაჩხრეკდა. ჭლექის შიშით ცოლიც არ უთხოვია, რომ შთამომავლობისთვის არ გადაედო ეს მძიმე სენი. თუმცა ჯანმრთელობა შერყეული ჰქონდა, თავაუღებლად მუშაობდა. გოლოვინის პროსპექტზე სეირნობა უყვარდა, ახლგაზრდებთან ლაპარაკი. ძირითადი თემა იყო რუსეთის ამა თუ იმ მოქმედების აღმაშფოთებელი ფაქტი, ჩაგვრა ქართული ენისა, მისი განდევნა სკოლებიდან, ეკლესიიდან, ოჯახებიდან.
სამოცდათორმეტი წლისა, იაკობი მძიმედ ავად გახდა. ექიმების ყოველგვარი მცდელობა, სიცოცხლის დღეები გაეხანგრძლივებინათ საყვარელი მამულიშვილისათვის, ამაო გამოდგა. ვარდობის თვის მიწურულს ი1912 წლის 1 ივნისს (14 ივნისი) იაკობ გოგებაშვილი გარდაიცვალა. იაკობ გოგებაშილი დაკრძალეს დიდუბის ეკლესიასთან. წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ ვერცხლის გვრგვინი მიართვა წარწერით: ხალხის მასწავლებელს – იაკობ გოგებაშვილს. 1940 აღინიშნა იაკობ გოგებაშვილის დაბადების 100 წლისთავი და მისი ნეშტი დიდუბიდან მთაწმინდის პანთონში გადაასვენეს.

1952—1965 წლებში გიორგი თავზიშვილისა და დავით ლორთქიფანიძის რედაქციით გამოიცა გოგებაშვილის თხზულებათა ათტომეული, რომელიც შეადგინა და კომენტარები დაურთო ვარლამ ქაჯაიამ. დაწესდა გოგებაშვილის სახელობის მედალი. პედაგოგიურმა საზოგადოებამ დააწესა მისი სახელობის ფულადი პრემია წლის საუკეთესო პედაგოგიური ნაშრომისა ან სახელმძღვანელოსათვის. გოგებაშვილის სახელი მიენიჭა პედაგოგიურ მეცნიერებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს, საქართველოს პედაგოგიურ საზოგადოებას, სახალხო განათლების ბიბლიოთეკას, თელავის პედაგოგიურ ინსტიტუტს, თბილისისა და გორის პედაგოგიურ სასწავლებლებს, სოფ. ვარიანის საშუალო სკოლას. ყოველი წლის ოქტომბერში ტარდება იაკობობის დღესასწაული, 1976 ჩატარდა „დედა ენის" 100 წლისთავის იუბილე, მასობრივი ტირაჟით გამოვიდა გოგებაშვილის „დედა ენისა" და „ბუნების კარის" აღდგენილი გამოცემები.
იაკობ გოგებაშვილი – მთავარნი საჭიროებანი

ამონარიდი 1893 წელს ქართლ-კახეთის სამთღვდელოთა ყრილობაზე იაკობ გოგებაშვილის მიერ წარმოთქმილი სიტყვიდან

(ლ. მეფარიშვილი, გაზეთ "ივერიის” ერთი აკრძალული პუბლიკაციის გამო, "მაცნე”. ენის სერია, 1984, N1 )

…თბილისში გოლოვინის პროსპეკტზედ, ფოჩტის სადგურის მახლობლად არის ერთი მაღაზია წიგნებისა, დაარსებული ბრიტანიის "დაბადების” საზოგადოებისაგან. ამ საზოგადოებას ერთადერთ მიზნად აქვს – ყოველს ენაზედ ბეჭდოს გასაგები ენით დაბადება და ჰფინოს მთელის დედა-მიწის ზურგზედ. ამ მაღალს დანიშნულებას საზოგადოება ემსახურება სწორედ ინგლისური მცნებით. დედა-მიწის ზურგზედ არ მოიპოვება იმისთანა მოზრდილი ქალაქი, სადაც არ ჰქონდეს ამ საზოგადოებას თავისი საწყობი საღვთო წიგნებისა.

დაბადება, საღვთო წერილი მათ გადათარგმნილი აქვთ და დაბეჭდილი კაცობრიობის ყოველს ენაზედ, რომელიც კი ცოტაოდნად მაინც განვითარებულია და აქვს თავისი ანბანი. დიდს ფულსა ხარჯავს ვთრგმანში, ბეჭდვასა და საწყობების მართვაში ეს საზოგადოება. ამასთან დაბადებას და სახარებას ჰყიდის ისე იაფად, რომ არა კერძო გამომცემელს არ შეუძლიან ესა. ათასობით, ათი ათასობით იფანტებიან მთელს კაცობრიობაში ამ საზოგადოების გამოცემანი და ჰქადაგობენ მაღალს სწავლას მაცხოვრისა ჩვენისასა.

დიახ, როგორც მოგახსენეთ, ამ საზოგადოებას ჩვენს დედაქალაქშიც აქვს საწყობი დაბადებისა, სახარებისა. შევიდეთ შიგ და გავშინჯოთ საწყობი. მთელი საწყობი სავსეა მწკრივად დაწყობილი წიგნებით, ლამაზათ დაკაზმულით. აი პირველი მწკრივი. იგი იპყრობს დაბადებას რუსულს ენაზედ. აი მეორე მწკრივი. იგი შემდგარია დაბადებიდგან სომხურს ენაზედ. აი აგერ მესამე მწკრივი. იქ ალაგია დაბადება არაბულს ენაზედ. თქვენ აქ ნახავთ დაბადებას ფრანგულს, ნემეცურს, სპარსულს, ოსმალურს და სხვა ენებზედ. სომხურს ენაზედ თუ მოიკითხავთ სახარებას, გკითხავენ: რომელს სომხურზედ გნებავთ, ძველზედ არარატულზედ, თუ კონსტანტინოპოლურზედ? და რომელზედაც გინდათ იმ ენაზედ მოგართმევენ… მხოლოდ ერთი ენის ჭაჭანება არ არის აქა. რომლისა?- სწორედ იმ ენისა, რომლის დედა-ქალაქი იყო, არის და, იმედია, იქმნება თბილისი. დიახ, დაბადება მხოლოდ ქართულს ენაზედ არ მოიპოვება საწყობში არც ძველზე და არც ახალზედ.

რა ამბავია, რომელი მიზეზის გამო? იქნება ეს ბრიტანეთის საზოგადოების ბრალი იყოს? სრულიადაც არა. თქვენ ამ საწყობში გეტყვიან, ბევრი ვეცადენით ქართულს გასაგებ ენაზედ გადაგვეთარგმნა დაბადება, ერთს თქვენს მაგისტრს დეკანოზს ათასი თუმანიც შევაძლიეთ შრომის ფასათაო ამ ათის წლის წინედა; მაგრამ ხელი არავინ მოგვიმართა, არავინ დაგვეხმარა და ეს არის მიზეზი რომ აქამომდე ჩვენი ენა მოკლებულია დაბადებას, წყაროს ქრისტიანობისას. დიახ, სწორედ მოკლებულია. ამ ათის წლის წინად დაბეჭდილი დაბადება სათვალავში არ ჩაითვლება. პირველად, იგი არის იმისთანა ენით ნათარგმნი, რომ არამც თუ ეხლა აღარავის ესმის, ვგონებ იმ ძველ დროშიაც არავის ესმოდა, როდესაც ეს დაბადება გადმოითარგმნა; მეორედ, უცხო ენაზედ კი დაბადება ისეა ნათარგმნი რომ ყოველს წიგნის მცოდნეს შეუძლიან მისი გაგება. მთარგმნელს სრული გაგება დედნისა არა ჰქონია და ბევრს ადგილას ჩვენი დაბადების აზრი ეწინააღმდეგება ნამდვილის აზრსა; მესამედ, დაბეჭდვის დროს ზოგი ადგილი გამოშვებულია, მრავალი სიტყვა გადასხვაფერებული, დამახინჯებული და საზოგადოდ ისე დაუდევრად არის დაბეჭდილი, რომ სიმრავლეს კორექტურულის შეცდომებისა საშინელს ბრაზზედ მოჰყავს ყოველი ქართველი, რომელსაც კი უკითხნია ეს დაბადება; მეოთხედ, ფასი დიდი ადევს, სახელდობრ კი ექვსი მანეთი, მაშინ, როდესაც უცხო ენაზედ დაბადება იყიდება ორ-ორ მანეთად; მეხუთედ, უცხო ენაზედ დაბადება იბეჭდება წვრილი, გარკვეული კორპუსით, წიგნი გამოდის მორჩილი ტანისა და ადამიანს შეუძლიან ჯიბეშიც კი ატაროს მთელი დაბადება; ჩვენი დაბადების დაბეჭდვის დროს კი ყოველი ღონისძიება უხმარნიათ, რომ წიგნი გამოსულიყო დიდი, ფარღალალად დაუბეჭდიათ უშველებელი ასოებითა, წიგნს ერთი სამად და ოთხად უმატნია, სასიხარულოდ სტამბისა და კორექტორისა და ისეთი ტლანქი სახე მიუღია, რომ ურმით თუ ატარებთ მას, თორმე სხვაფრივ არ შეიძლება. ამისთანა დაბადების ქონა უდრის არ ქონასა.

საჭიროა მთელი დაბადება გადმოითარგმნოს გასაგებ ენაზედ, დაიბეჭდოს იგი ვენის მშვენიერი კორპუსით და ფასი დაედოს ძალიან მცირე, ხელმისაწვდომი ჩვენის ღარიბი ხალხისათვის.

როცა ამისთანა დაბადება მოეფინება ჩვენს ხალხში და ყოველის წიგნის მცოდნესათვის შეიქმნება ყოველდღიურ საკითხველად, მხოლოდ მაშინ იწყებს ქრისტიანობა ფესვების გადგმას ჩვენს ქვეყანაში. მანამდის კი მხოლოდ გარეგანი კანი ქრისტიანობისა, შემთხვევითი და დროებითი მისი ფორმები, იქმნებიან სათაყვანებელი საგანი ქართველთათვის…
იაკობ გოგებაშვილი – მეგრელები

"მეგრელები შეადგენენ ქართველთა შტოსა. სხვა ქართველებისაგან ბევრით არაფრით განსხვავდებიან. მეგრელი იმერელსა და გურულს ისე ძლიერ ემსგავსება, რომ ქართლელი და კახელი ამათ ერთმანეთში ძნელად გაარჩევს. მარტო ენით არიან ცოტათი განცალკევებულნი, მაგრამ ეს ენაც ღვიძლი ძმაა ქართულის ენისა, გარდა ამისა, თითქმის ყველა მეგრელმა კარგად იცის ქართული ლაპარაკი და ქართული ენა ძლიერ უყვართ. იმათ ეს საღმრთო ენად მიაჩნიათ, რადგანაც წირვა-ლოცვა მთელს სამეგრელოში იმ თავიდანვე ქართულს ენაზე სრულდებოდა და ახლაც სრულდება… შესანიშნავია, რომ ღრმა მცოდნენი ქართულის ენისა მეგრელებს შორის უფრო ბევრნი მოიპოვებიან, ვიდრე სხვა ქართველებში… მეგრელებს ყოველთვის უყვარდათ გულით ქართული ლიტერატურა და ბევრმა მეგრელმა გაამდიდრა იგი მშვენიერი თხზულებებით… გაბედულებითაც მეგრელები თითქმის ყველა ქართველს სჯობიან: კახეთში წასვლა, იქ სანახევროდ ბაღის შემუშავება, შავი ზღვის პირად დუქნის გაღება… და სხვა მრავალი ამგვარი საქმე მეგრელს ადვილად მიაჩნდა.ძნელად იქნება იმისთანა ნიჭიერი, სწავლის მოსურნე, გამბედავი და გამჭრიახი ხალხი, როგორიც მეგრელები არიან…”.
როგორ დაიწერა "იავნანამ რა ჰქმნა?”

ღრმად ჩამრჩა ხსოვნაში ერთი პატარა ეპიზოდი, რომელიც მამაჩემმა ჩემი ბავშვობის წლებში მიამბო. იაკობი გაურბოდა ღამით წერას, ღამე იშვიათად წერდა, რადგან ღამის თევა და უძილობა თენთავდა მის დაძაბუნებულ ორგანიზმს. ადრე იძინებდა, მაგრამ ასევე ადრე იღვიძებდა. მთელ დღეს ფუსფუსებდა, მოძრაობაში ატარებდა, უსაქმოდ იშვიათად ნახავდით. დიდ უპირატესობას აძლევდა მოძრაობას, შრომას.

– ტოლმა ტოლს რითი აჯობა და ადრე ადგომითაო, – ხშირად იტყოდა ხოლმე.

განსაკუთრებით დილით უყვარდა წერა. წერით რომ გულს კარგად იჯერებდა, შემდეგ კითხულობდა ან სტუმრებს ესაუბრებოდა.

იაკობი თავისი სიტყვის პატრონი იყო, მტკიცე რეჟიმის დაცვით ატარებდა ლამაზ და შინაარსიან ცხოვრებას, მაგრამ, თურმე ნუ იტყვი, მასაც სცოდნია დაკანონებული რეჟიმის დარღვევა. ეს ასე მოხდა: ერთხელ ნამგზავრ მამაჩემს იაკობის სასტუმრო ოთახში ტკბილად ეძინა. შუაღამისას ძილი გაუფრთხო ხმაურმა, რომელიც იაკობის სამუშაო ოთახიდან გაისმა: – "ქეთოს იტაცებენ”, – მოესმა გარკვევით. ანდრია წამოდგა, საათს დახედა, შეაღამე გადასული იყო. ვინ უნდა იყოს ამ დროს იაკობთან?! – გულში გაივლო და საწოლ ოთახიდან ფეხაკრეფით გამოვიდა ამბის გასაგებად. ნელი ნაბიჯით მივიდა იაკობის სამუშაო ოთახის კართან, კარის მაგიერ ჩამოფარებული ფარდის ერთი ნაწილი ფრთხილად გასწია და რას ხედავს: იაკობს საშინაო გრძელი ხალათი აქვს წამოსხმული და ოდნავ აღელვებული, ნელი ნაბიჯით დადის ოთახის ერთი კუთხიდან მეორეში. ხან შეჩერდება, ჩაფიქრდება, თითქოს რომელიმე მოკამათესთან საპაექროდ ემზადებაო… იაკობმა ერთხელ კიდევ წარმოთქვა: "ქეთოს იტაცებენ” და ისევ მიუჯდა თავის საწერ მაგიდას. წერს თავაუღებლად, ხელგაკვრით. იაკობის ისეთი შთაგონებული და ნაპერწკლიანი თვალები არასოდეს არ უნახავს ანდრიას.

იაკობს წერაში შემოათენდა. განთიადისას ძილი მოერია. წამოდგა, დაწერილი ფურცლები ერთიმეორეზე დასტა–დასტა დაალაგა საწერ მაგიდაზე, სარკმელი გააღო, დაბალ ხმაზე "იავნანა” ჩაიღიღინა და ლოგინს მიაშურა.

მთაწმინდიდან წამოსული დილის ნიავი ღია ფანჯარაში შეიჭრა, თითქოს ნაწერი ფურცლების ზვინს მოეალერსაო, შეაშრიალა და იატაკზე ფოთლებივით მიმოფანტა.

ღამენათევ იაკობს გვიან გაეღვიძა. სტუმარს მოუხმო, ბოდიში მოიხადა, – წუხელ ალბათ ძილი გაგიფრთხეო. შემდეგ კი მოკრძალებით მიმართა:– მიდი, გეთაყვა, ანდრია, საწერ ოთახში გაფანტული ფურცლები ერთიმეორეზე დაალაგა ნომრების მიხედვით და აქ მომიტანეო.

ანდრიამ უყოყმანოდ შეასრულა იაკობის თხოვნა: გაბნეული ფურცლები შეაგროვა და იაკობს მიუტანა. ნაწერი ფურცლების ერთ თავფურცელს ყაყაჩოს მელნით დაწერილი ტანწერწეტა ლამაზი ასოებით ეწერა: "იავნანამ რა ჰქმნა?”.

– ეს მოთხრობა კავთისხევში დავწერე, ჩემი მეგობრის სახლში. წუხელის ცოტაოდენი შალაშინი გავკარი და ახალი საჩუქარი მოვუმზადე ჩვენს ბალღებს. რაც შეეხება იმას, თუ როგორი საჩუქარია, დაე, ეს ჩვენმა პირუთვნელმა მკითხველმა განსაჯოს, – კმაყოფილებით უთქვამს იაკობს ანდრიასათვის.

წყარო: სრესელი ი. – რამდენიმე ეპიზოდი იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებიდან. – თბილისი. – 1965.
დიდი იაკობის ქველმოქმედება

სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით ქველი არის მოწყალე, გინა კეთილი, ხოლო ქველის-მოქმედი-მოწყალების მოქმედი; როგორც ჩანს, ქველმოქმედებას დიდი ხნის ისტორია აქვს, რადგან ღარიბი და გაჭირვებული ადამიანები, რომელთაც ესაჭიროებოდათ მატერიალური დახმარება, ყველა ქვეყანაში, ყველა დროსა და ეპოქაში არსებობდნენ, იყვნენ აგრეთვე შეძლებული ადამიანებიც, რომელთაც გაჭირვებულთა მიმართ სიბრალულისა და ჰუმანურობის გამოხატვა ადამიანური ღირსების საქმედ მიაჩნდათ.

კეთილი საქმეების ჩადენისა და ქველმოქმედების არა ერთი ფაქტია ჩვენამდე მიღწეული. გავიხსენოთ მეცენატი, რომელიც ძვ.წელთაღრიცხვის | საუკუნის მდიდარი რომაელი სახელმწიფო მოღვაწე იყო. იგი ისტორიაში შევიდა როგორც მეცნიერებისა და ხელოვნების მფარველი და ქომაგი. მეცენატის სახელი მეცნიერების, ხელოვნებისა და მწერლობის მფარველის სახელად იქცა ძველ დროშივე.

წმინდა ზოტიკე ხუცესი, ერისკაცობაში დიდგვაროვანი და მდიდარი რომაელი, კონსტანტინე დიდის დაახლოებული კარისკაცი იყო. როცა მეფემ დედაქალაქი რომიდან კონსტანტინოპოლში გადაიტანა, ზოტიკეც თან გაჰყვა იმპერატორს, მაგრამ მალე საერო პატივზე უარი განაცხადა, სამღვდელო ხარისხი მიიღო და ღვთის სამსახურში ჩადგა. წმინდანმა საკუთარი სახლი ქვრივთა და ობოლთა თავშესაფრად აქცია, რისთვისაც მას "ობოლთმზრდელი” შეარქვეს.

ქველმოქმედებას საჭიროებდნენ საქართველოშიც. კაცთმოყვარე მეფე დავით აღმაშენებელმა სნეულთათვის ქსენონი ააშენა, ყველა აუცილებელი ნივთი მოუმზადა და დიდ ყურადღებას აქცევდა ამ დაწესებულებას.

წმინდა მეფე დავითი უამრავ კეთილ საქმეს აღასრულებდა, ხორციელ სიქველესა და მოწყალებასთან ერთად იგი სულისთვის იღვწოდა. მეფეს ერთი ქისა ჰქონდა, რომელსაც დილით თავის ხელით აავსებდა, საღამოსათვის კი ცარიელი მოჰქონდა. თუ მთელი დღის მანძილზე ქისას მხოლოდ ნახევრად დაცლიდა ან სავსე დარჩებოდა და გზად უპოვართაგან არავინ შეხვდებოდა, მეორე დღისთვის ინახავდა და დანანებით ამბობდა – "დღეს ვერ მივეც ქრისტესა მარცხებითა ჩემთა ცოდვათა”. საყურადღებო და საგულისხმიერო ის არის, რომ დავით აღმაშენებელი ქველმოქმედებას თურმე სახელმწიფო საჭურჭლიდან აღებული ფულიდან კი არ ეწეოდა, "არამედ ხელთა თუისთა ნადირებულთა”, ანუ საკუთარი შრომით შეძენილი ქონებიდან.

თამარ მეფე გულმოდგინე მართლმადიდებელი იყო და "ღამეყოველ მღვიძარება, ლოცვა, მუხლთდრეკა და ცრემლით ვედრება” ჰყვარებია. ყურადღების ღირსია, რომ თამარ მეფე ამგვარი გარეგნული მორწმუნეობით არ კმაყოფილდებოდა და ქველმოქმედებას უმთავრეს ყურადღებას აქცევდა. თავის დიდი წინაპრის დავით აღმაშენებელივით ისიც ქველმოქმედებას საკუთარი შრომით შენაძენი ფულით ეწეოდა თურმე და არა სახელმწიფო ხაზინის თანხებიდან.

ახალ დროში თავისი ქველმოქმედებით გამოირჩეოდა დიდი ქართველი პედაგოგი, პუბლიცისტი, საბავშვო მწერალი, "დედა ენისა” და "ბუნების კარის” ავტორი იაკობ გოგებაშვილი. იგი მხოლოდ ლიტერატურული საქმიანობით არ შემოიფარგლებოდა, აქტიურად მონაწილეობდა ყველა ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოების საქმიანობაში. განსაკუთრებით დიდი ამაგი დასდო მან ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დაარსებასა და წარმატების საქმეს. იყო მისი აქტიური წევრი და ეხმარებოდა ნივთიერად. ამ საზოგადოებამ, თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე, უდიდესი როლი შეასრულა ქართველი ხალხის აღზდის საქმეში.

პატიოსნება, უანგარობა, კეთილშობილება და ქველმოქმედება იყო მისი პიროვნული მხარეები. იაკობ გოგებაშვილი საკუთარი სახსრებით ხსნიდა და ეხმარებოდა სკოლებს. მას ჰყავდა პირადი სტიპენდიატები. იგი ფულად დახმარებას უწევდა მწერლებს, არტისტებს, პედაგოგებს, რომელთა ბედზე უფრო ზრუნავდა, ვიდრე საკუთარ თავზე.

იაკობ გოგებაშვილი, განსხვავებით მდიდარ (მილიონერ) ქველმოქმედთაგან, რომელნიც ლევ ტოლსტოის "ანა კარენინაში” ჰყავს მოხსენიებული და მისივე თქმით "ვერ გრძნობდნენ, რომ ის, რასაც ისინი სწირავენ ღარიბებს, ხშირად იმაზე უფრო ღარიბებისთვის აქვთ წართმეული”, მცირე ქონების პატრონი იყო. მისი შემოსავლის წყაროს შეადგენდა "დედა-ენა”, "ბუნების კარი” და "რუსსკოე სლოვო”. მაგრამ, თუ იგი მატერიალურად არ იყო მდიდარი, სამაგიეროდ სულიერად უმდიდრესი ადამიანი იყო.

საჭიროა გავეცნოთ მის ანდერძს, რომ დავრწმუნდეთ ადამიანობის რა თვალუწვდენელ სიმაღლეზე აზევებულა ეს დიდებული ადამიანი.

იაკობ გოგებაშვილი უაღრესად გულწრფელი და უანგარო ქველმოქმედი იყო. მისი შეურყეველი კრედო იყო: "ყველაფერი ხალხმა მომცა და ისევ ხალხს უნდა დაუბრუნდეს” ("იაკობის სამრეკლო”). ამ მრწამსისთვის იაკობ გოგებაშვილს არასოდეს უღალატნია, რასაც აშკარად მოწმობს ამ მამულიშვილის დიდი ქველმოქმედება, რომელსაც იგი სიცოცხლეში ასე ხელგაშლილად ეწეოდა და სიკვდილის შემდეგაც ქართველი ხალხი დიდადაა მისგან დავალებული.

იაკობ გოგებაშვილს გარდაცვალების შემდეგ თავისი შრომითა და მუყაითობით მოპოვებული 13.000 მანეთი დარჩა. ეს თანხა ინახებოდა ნაღდ ფულად ბანკში, ნაწილობრივ ფასიანი ქაღალდების სახით. ამ თანხის გარდა იაკობს დარჩა საუკეთესოდ შედგენილი სახელმძღვანელო წიგნები – "დედაენა”, "ბუნების კარი” და "რუსსკოე სლოვო”. განსვენებულს ამ სახელმძღვანელოებიდან ყოველწლიურად შემოდიოდა არანაკლებ 9000 მანეთისა.

ანდერძის მიხედვით იაკობს თავისი ქონება შემდეგნაირად ჰქონდა განაწილებული: 300 თუმანი განსვენებულმა გადადო თავის დასაფლავებისა და ძეგლის დასადგმელი ხარჯების დასაფარავად. დანარჩენი თანხა ფასიანი ბილეთების სახით თითო ბილეთი უანდერძა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, სალიტერატურო ფონდს, ქართულ დრამატულ საზოგადოებას, ისტორიისა და ეთნოგრაფიის საზოგადოებას, ჟურნალ "განათლებას” და სახალხო უნივერსიტეტს. წიგნები და სახელმძღვანელოები 9000 მან. წლიური შემოსავლით და ვერაზე საკუთრებაში არსებული 280 კვ. საჟენი მიწა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა.

სახელმძღვანელოებისა და წიგნების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლებიდან წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას იაკობ გოგებაშვილის მშობლიურ სოფელ ვარიანში უნდა დაეარსებინა სანიმუშო სახალხო სკოლა, ამავე შემოსავლებიდან ყოველწლიური დახმარება უნდა გაეწია ეკატერინე გაბაშვილის ქალთა პროფესიონალურ სასწავლებლისთვის – 120 მანეთი, განათლების საზოგადოებისთვის – 120 მან, ქართული საბავშვო ბაღისთვის ასევე – 120 მან, ჟურნალ "განათლებისთვის” არანაკლებ 300 მან, აკაკი წერეთელს უნდა მისცემოდა ათ-ათი თუმანი ჰონორარად იმ ლექსებისთვის, რომლებიც შესული იყო იაკობ გოგებაშვილის სახელმძღვანელოებში.
Read more

ვაჟა ფშაველა

ვაჟა ფშაველა (ლუკა პავლეს ძე რაზიკაშვილი) (14. VII. 1861, სოფ. ჩარგალი, ახლანდელი დუშეთის რ-ნი – 27. VII. 1915, თბილისი). ქართველი პოეტი. 8 წლამდე ჩარგალში იზრდებოდა მამის, თვითნასწავლი სოფლის მღვდლის პავლეს, და ბარბალე (გულქან) ფხიკელაშვილის წვრილშვილიან ოჯახში. სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში. 1877 – 1879 წლებში – თბილისის სამასწავლებლო ინსტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში. 1883 – 1884 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. ხელმოკლეობის გამო დატოვა უნივერსიტეტი და დაბრუნდა სამშობლოში.

ვაჟა-ფშაველა მთის ხალხში დიდი გავლენით სარგებლობდა. იშვიათად თუ ჩამოდიოდა ბარად. სწორედ ფშავური ზამთრის გრძელ ღამეებში დაიწერა მისი გენიალური პოემები, მოთხრობები და ლექსები. ვაჟას პირველი კორესპონდენცია ”წერილი ხევსურეთიდან” 1879 წელს დაიბეჭდა (”დროება” №1); პირველი თარგმანი ერკმან-შატრიანის მოთხრობისა ”ფეოდალის აღზრდა” – 1880 წელს (”ივერია”, № 4); პირველი ლექსი ”მეომარი” – 1881 წელს (”იმედი”, № 3 – 4); პირველი მოთხრობა ”სურათი ფშავლის ცხოვრებიდან” – 1881 წელს (”დროება”, № 184). მისი შემოქმედება XIX საუკუნის ქართული კრიტიკული რეალიზმის უმაღლესი საფეხურია. პოეტის მხატვრული მსოფლგაგების ქვაკუთხედია ხალხურობა და რეალიზმი. პოეზიის ვაჟასეული გაგება, მისი რეალისტური კრედო წარმოჩენილია ლექსებში: ”მთას ვიყავ” (1890); ”სიმღერა” (1896); ”სიტყვა ეული” და სხვ.

ქართველ პოეტთა შორის ვაჟა ყველაზე ღრმად ჩასწვდა ბუნების საიდუმლოებას. პოეტისათვის მშვენიერება განფენილია სინამდვილის აურაცხელ კონკრეტულ ფორმაში. მისთვის მთები არა მხოლოდ ესთეტიკური ჭვრეტისა და ტკბობის საგანია, არამედ ეთიკური მწვერვალიც (”გამამერია ჭაღარა”, 1894; ”მთათ მითხრეს”, 1897 და სხვ.). ქართველი ხალხის გაღვიძებულ ეროვნულ თვითშეგნებაზე მებრძოლ, შეუპოვარ კილოზეა დაწერილი მისი ლექსები (”ომის წინ ჯარის სიმღერა”, 1888; ”ბაკლერი”, 1899; ”კახეთს”, 1913; ”ფშაველი ჯარისკაცის სიმღერა” და სხვ.).

ვაჟა-ფშაველას პიროვნული სრულყოფის, ”კაი ყმის” ვაჟკაცური კულტის დამამკვიდრებელია ქართულ პოეზიაში ლექსები: ”კაი ყმა”, 1908; ”პასუხი ბაჩანას”, 1913; ”ფშავლის სიყვარული”, 1891 და სხვ.

ვაჟა-ფშაველას პოეზიაში სრულყოფილად განხორციელდა XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანდასახულება – ეროვნული ეპოპეის შექმნის ამოცანა. ამ თემას ეძღვნება მისი ეპიკური პოემები: ”ალუდა ქეთელაური”, 1888; ”ბახტრიონი”, 1892; ”სტუმარ-მასპინძელი”, 1893; ”გველის მჭამელი”, 1901 და სხვ. უნდა აღინიშნოს, რომ ამ პოემებით პოეტმა სამყაროს მხატვრულ გააზრებაში შემოიტანა ის ძირითადი, რომ ცხოვრება აუცილებლად მოითხოვს ძირეულ გარდაქმნას, რაც შესაძლებელია მხოლოდ სულიერად სრულქმნილი, ძლიერი პიროვნების ტიტანური შემართებით.

ვაჟას პოეტური სტილი მკვეთრად გამოირჩევა მთელი XIX საუკუნის ფონზე. უნიკალური შინაარსისაა XIX საუკუნის ქართული ლირიკული პროზის ნიმუშები: ”შვლის ნუკრის ნაამბობი”, 1883; ”ხმელი წიფელი” (1888 – 1889); ”ქუჩი”, 1892; ”მთანი მაღალნი”, 1895 და სხვ.

ვაჟა-ფშაველას დრამატული ნაწარმოებებიდან აღსანიშნავია დრამა ”მოკვეთილი”, 1894. ისიც აღსანიშნავია, რომ იგი დაუზარებლად კრებდა და აქვეყნებდა ხალხური პოეზიის ნიმუშებს (”ლაშარობა”, 1888; ”ფშავლები” – ”ძველი და ახალი ფშავლების პოეზია” – 1896 და სხვ.). ”ცივილიზებულ” სამყაროსთან განშორებული პოეტი გამუდმებით ადევნებდა თვალს კაცობრიობის სულიერი განვითარების რთულ პროცესს და თავდავიწყებით ცდილობდა გამოენახა პასუხი ეპოქის მტკივნეულ კითხვებზე, დაედგინა მანკიერების პირველმიზეზები და მათგან განკურნების საღი წყაროები. მისი ნაწარმოებები თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ და გერმანულ ენებზე.

თხზ.: თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად, თბ., 1961; თხზულებათა სრული კრებული ათ ტომად, თბ., 1964.
Read more

აბაშიძე ირაკლი

აბაშიძე ირაკლი ბესარიონის ძე [10(23)-ნოემბერი-1909წ.-ხონი-14-იანვარი. 1992წ., თბილისი.] პოეტი. შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1965წ.); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1960წ.). ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქტორი(1966-1992წ.წ.), 1939-1944წ.წ.-ში იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის პასუხისმგებელი მდივანი, 1953-1966წ.წ.-ში პირველი მდივანი, 1968-1967წ.წ. გამგეობის თავმჯდომარე,1968-1970 წ.წ.სსრკ. მწერალთა კავშირის მდივანი; საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი(1970-1976წ.წ.); საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან არსებული „ვეფხისტყაოსნის“ აკადემიური ტექსტის დამდგენი კომისიის თავმჯდომარე (1963-1985წ.წ.); რუსთაველის საზოგადოების პირველი თავმჯდომარე (1982წ.); ჯ.ნერუს სახელობის საერთაშორისო პრემიის ლაურეატი (1972წ.); თბილისის საპატიო მოქალაქე (1980წ.).

ი. აბაშიძე დაიბადა მოსამსახურის ოჯახში. მშობლები-ბესარიონ აბაშიძე და ლიზა მოდებაძე თოთხმეტ შვილს ზრდიდნენ. როგორც თვითონ პოეტი წერს: „მე დავიბადე 1909 წელს, კეთილი კაცის ოჯახში, მშობლები განათლებული ადამიანები მყავდნენ, საშუალოდ მაინც. მამას, პროვინციის პირობაზე, კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა, თუმცა სიცოცხლის ბოლო ათი-თხუთმეტი წლის მანძილზე თავად ვერაფერს კითხულობდა უსინათლობის გამო. ხუთი წლისას პირველმა მსოფლიო ომმა მომისწრო, რვა წლისას - რუსეთის იმპერიის დაცემამ და ოქტომბრის რევოლუციამ, თორმეტისას საქართველოს გასაბჭოებამ, შემდეგ სამამულო ომმა, მერე კიდევ არა ნაკლებად რთულმა ომმა მშვიდობისათვის.

საშუალო განათლება პროვინციაში მივიღე, უმაღლესი - თბილისში. ცხოვრებაში ადრე შევდგი ფეხი და მას შემდეგ, რაც ღონე გამაჩნია, ერთგულად ვემსახურები ჩემს სამშობლოს როგორც პოეტი და მოქალაქე“.

1931 წელს ი. აბაშიძემ დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი, 1938-1939 წლებში რედაქტორობდა ჟურნალს „ჩვენი თაობა“, 1946-1953 წლებში - ჟურნალ „მნათობს“. პოეტის პირველმა ლექსებმა, რომლებიც 1928-1929 წლებში იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, იმთავითვე მიიპყრო ყურადღება. პირველი კრებულებია: „რამდენიმე ლექსი““(1932წ.), „ახალი ლექსები“(1938წ.), „ლექსები“ (1941წ.).

1941-1945 წლებში, ომის ყველაზე ცხარე დღეებში დაიწერა ლექსი „კაპიტანი ბუხაიძე“, „მე ქართველი ბუხაიძე, ბალყანეთის მთებში ვწევარ“... როგორ შეძრა ამ უბრალო სიტყვებმა ქართველი ხალხის გული, იქნებ იმიტომ, რომ ეს ლექსი ბრძოლის ველიდან შორს კი არა, ახლად გათხრილი საფლავის პირას იყო დაწერილი... და ეს სიტყვები ჟღერს, როგორც ფიცი, როგორც ბრძანება, როგორც ლოცვა, რომელსაც ადამიანი აღავლენს ყველაზე უფრო წმიდათაწმიდა ადგილისადმი, რომელსაც შენი სამშობლო ჰქვია“(გ.ნატროშვილი)

ომის შემდგომი ლექსები პოეტის მაღალ მოქალაქეობრივ მოვალეობას ეძღვნება, ისინი სავსეა „კაენის სულის აღზევებით“ მოგვრილი ტკივილებითაც, ეჭვებითაც და ნათელი ხილვებითაც.

50 – 60 - იან წლებში ი. აბაშიძემ იმოგზაურა ინდოეთში და გამოაქვეყნა ლეწების ციკლი “მწველი ინდოეთში“ (1959წ.; წიგნთან „ინდოეთის გზებზე“ ერთად მიენიჭა ჯ. ნერუს სახელობის პრემია, რომელიც 1972 წელს ინდირა განდმაგადასცა).

1960 წლის ოქტომბერ-ნოემბერში იერუსალიმში გაემგზავრა ქართული სავანის - ჯვრის მონასტრის სიძველეთა შემსწავლელი სამეცნიერო ექსპედიცია ი. აბაშიძის, აკად. ა. შანიძის და აკად. გ. წერეთლის შემადგენლობით. ექსპედიციამ მანამდე არსებულ აღწერილობათა მიხედვით(თ. გაბაშვილი, ნ. ჩუბინიშვილი, ა. ცაგარელი და სხვ.) მიაგნო ფრესკის ადგილს, რომელიც მთლიანად შავი საღებავით იყო დაფარული. საღებავის ზემოთა ფენის მოშორების შემდეგ შესაძლებელი გახდა ფრესკის მთლიანად აღდგენა. შოთა რუსთაველის იერუსალიმური პორტრეტი თავისი სიძველითა და მნიშვნელობით უნიკალური მონაპოვარია რუსთაველის ბიოგრაფიისათვის.

თუმცა ი.აბაშიძის პოეტური შემოქმედების განახლების მაუწყებელი 1957-59 წლებში დაწერილი ლექსების ციკლი „მიახლოება“ იყო, სწორედ იერუსალიმის ექსპედიციის შემდეგ ი. აბაშიძის პოეზიაში თვალსაჩინოდ გამოიხატა მიბრუნება დიდი და დახვეწილი პოეზიის სათავისაკენ. პოეტი საკუთარ სულს ჩაუღრმავდა; აქედან დაედო სათავე მის ფილოსოფიურ ლირიკას. ლექსების წიგნი „ რუსთაველის ნაკვალევზე", რომელიც აერთიანებს ციკლებს „მწველ ინდოეთში“ (1959წ.) და „ პალესტინა, პალესტინა!“ (1963წ.; რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემია, 1965წ.) ქართული ფილოსოფიური და პატრიოტული ლირიკის საუკეთესო ფურცელია. ამ ციკლის რამდენიმე ლექსი - „ხმა ჯვრის მონასტრის გალავანთან“, „ხმა ზეთისხილის ბაღში“, „ხმა კატამონთან“, „ხმა გოლგოთასთან“- პოეტური შედევრების რიგს მიეკუთნება. „პალესტინის თემამ, როგორც საკაცობრიო ძიებათა ხან მართალმა და ხან მტყუანმა, მომეტებულად კი არცერთმა და არც მეორემ , ისეთ სიმებს მიაგნო პოეტის გულში , სადაც თქმა გმირობად იქცა და ნათქვამი - სიბრძნედ. თურმე ეს იყო ირ. აბაშიძის შემოქმედება რომ ეძებდა: სამშობლოში ანთებული ცეცხლის ნაპერწკლებს გაჰყვა უცხოეთში, წინ რუსთაველის სინათლე მიუძღვოდა და გზას მისი ნაკვალევით არკვევდა, ქართულ სავანეთში „ხმები“ სინამდვილედ მოევლინა, აღსასრულს მიუსწრო და ლექსი საგანგებოდ ააჟღერა" (შ.ნუცუბიძე, „პოეტური სპეკალი“ , 1966 წ. ) ლექსების ციკლმა „პალესტინას“ ი.აბაშიძეს საყოველთაო აღიარება მოუტანა სამშობლოშიც და მის ფარგლებს გარეთაც.

ირ.აბაშიძის პირადი ინიციატივით 1966 წელს გაიმართა შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი დიდი იუბილე , რომელმაც საერთაშორისო მასშტაბი მიიღო და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ქართული პოეტური სიტყვის, საერთოდ ქართული კულტურის საყოველთაო აღიარების ახალი ტალღის წარმოქმნაში.

ი.აბაშიძეს ეკუთვნის რამდენიმე ლირიკული ციკლი: „მონადირის ღამეები“, „ჰყვავის გურია“, „ჰიმნი სიცოცხლეს დედამიწაზე“, „მონოლოგი აჩრდილებთან“, „ქარები რიონის ხეობაში“, საბავშვო ლექსები და პოემები („რას გადაურჩა თბილისი“, 1955 წ.) და სხვა. წიგნისათვის „ოცი ლექსი გალაქტიონ ტაბიძეს“ (1986წ.) მიენიჭა გ. ტაბიძის სახ. პრემია (1987წ.). ავტორია ლიტერატურულ-კრიტიკული წერილებისა. მისი ლექსები თარგმნილია მრავალ ენაზე. სრულად მისი ლექსები თარგმნეს ბ. პასტერნაკმა, ბ. ახმადულინამ, ე. ევტუშენკომ, ა. მეჟიროვმა, მ. სიძელნიკოვმა და სხვა. გერმანულად ი.აბაშიძის ლექსები თარგმნა ჰ.ბუდენზიგმა.

ი.აბაშიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ენციკლოპედიის რედაქციის ჩამოყალიბებასა და ენციკლოპედიის გამოცემის საქმეში. ი. აბაშიძის სახელობისაა ქართული ენციკლოპედიის მთავარი სამეცნიერო რედაქცია.

1988წ. ი.აბაშიძეს მიანიჭა საქართველოს სახელმწიფო პრემია, იყო სოციალისტური შრომის გმირი (1979 წ.) მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

დაკრძალულია დიდუბის პანთეონში. ენციკლოპედიის შენობის წინ დგას ი.აბაშიძის ბიუსტი (მოქ. კახა არუნაშვილი, არქ. გიგა ბარათაშვილი, 2003 წ.)
Read more

ბესარიონ გაბაშვილი

ბესიკი ერთგვარი ლიტერატურული ფსევდონიმია XVIII საუკუნის გამოჩენილი ქართველი პოეტის ბესარიონ გაბაშვილისა. ბესარიონი იყო შვილი თეიმურაზ მეორის კარის მოცძღვრის, ცნობილი საეკლესიო მოღვაწის, მწიგნობრის და პედაგოგის ზაქარია გაბაშვილისა. დაბადებულია ბესიკი 1751 წელს. 1779 წელს პოეტი დიპლომატიური მიზნით სპარსეთს გაიგზავნა. გზად მას შეუდგენია დღიური. დღიურში აღნიშნულია: „ მე იობის ნათესავი გაბაონელიძე, ძე მოძღვრისა ზაქარია ყოვლად ღირსისა, ოდეს ვიყავ წლისა [28], მაშინ... წარვივლინე... ერანად“ო. ბესიკის დაბადების თარიღი ამით გარკვეულია(1779-28=1751).
XVIIIსაუკუნეში გაბაანნი ეკუთვნოდნენ აზნაურთა წოდებას. ეს წოდება მათ რაღაც განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიუღიათ, თორემ ადრიდან უბრალო მდაბიონი ყოფილან. XVIII საუკუნეში კარგად ახსოვდათ გაბაანთ წასული და არაერთგზის დაუგესლავთ კიდევაც აწმყოში განდიდებული გვარისშვილები. ამ მხრით საყურადღებოა ავთანდილ თ უ მ ა ნ ი შ ვ ი ლ ი ს სატირული მუხამბაზი კარნეტ ო ს ე გ ა ბ ა შ ვ ი ლ ი ს მისამართით: სალამ ალექ, კარნეტო, რისთვის მოგიწყენია? მინდა ღირსად შეგამკო, ქება შენი მსმენია არ გსვენის აფიცრობა, აბა რისთვის ჰქენნია? ჰსჯობს, ისევ მამა- პაპათ მოიგონო ზნენია, თბილისს ჰკერო ქევანი, აქ ეთრევა ბენია, პეტერბუხში რა გიძეს, რისთვის მოგირბენია არ გიხდება სერთუკი, თვალთა ცრემლი გდენია, ჰსჯობს, ძველლებურ გვარისებრ ტივათა ჰკრა ხენია!
არ გიხდება მუნდერი, არც სულთანი თავზედა,

შენ ხომ დაჩვეული ხარ კურტნის დადგმას ტანზედა, ნახშირი გეკიდოს
ამ ლექსს დედანში დართული აქვს გრიგოლ ბატონიშვილის საინტერესო კომენტარია: ,,ავთანდილ თუმანისშვილისაგან ნათქვამი მუხანბაზი იოსებ გაბაშვილზე, რადგან ორნივ დავით ბატონიშვილს ახლდნენ. ვინაიდგან გაბაშვილი იგი იოსებ ფრანცუცის დროს ჯარში შევიდა და აფიცრობა მისცეს, ე.ი. კარნეტობა . და წავიდა გაბაშვილი ფრანცუცების საომრად და როდეს იქიდამ მობრუნდა იგი,
მაში[ნ] ჩხუბი უყო გაბაშვილმა ამ თუმანიშვილსა და კიდეც გალახა ძალიაან. და ამ თუმანიშვილმა ცემის მაგიერათ ეძ ლანძღვის ლექსი დაუწერა, რადგან გაბაანთ ვირებს ეძახიან ძველათგან და მეტივენიც ყოფილან ადრიდგან”ო.
ამავე გრიგოლ ბატონიშვილს თავი ხელნაწერ კრებულში (H2130) შეტანილი აქვს ბესიკის ცნობილი სიტირული ლექსი ჭიბუა ორბელიანზე (,,დამპალო ლეშო”) შემდეგი შენიშვნით: ,,ჭაბუა მდივანბეგი დიდი საბატიო და მეცნიერი და შემაქცევარი კაცი იყო, და მეფე ირაკლის დიდათ უყვარდა; და ხუმრობებიც ოცოდა, და მოთხრობა სიტყვისა მსწრაფლად და მარდად იცოდა. და ამის გამო კურთხეულმა მეფე ირაკლიმ უბძანა: <<ჭაბუავ, რატომ ბესარიონს მაგიერ ლექს[ს] არას დაუწერო>>. და მაშინვე იმავ წამს მოახსენა: <<შენი ჭირიმე, ბლლიაძეს რა ლექს[ს]ის გაეწყობაო>>. იქ მყოფთა დიახ ბევრი იცინეს”.
ჭაბუას ირონიული მახვილი, რა თქმა უნდა, ბლიაძეს ხვდება. ამ სახელით ნათლავს არისტოკრატი პოეტი და მდივანბეგი ბესარიონ გაბაშვილს. ხოლო ბლიაძე იყო ნიჭიერი, მაგრამ მდაბიო სოციალური ფენიდან გამოსული სახალხო მელექსე, მესტვირე. საყურადღებოა , რომ აკაკი წერეთელი თავის თავს სწორედ ამ სახალხო მგოსან ბლიაძეს ადარებს (ირემიას გოდების გამო):

მაგრამ მე რა მარჯის მიბაძვას?
სად წმინდა კვერთხი, სად ჩხირი!
სად ჩემი სტვირი, სად მისი
იერიქონის საყვირი?
_ის მაღალ ჰანგზე ჰგოდებდა,
მე ბლიაძურად გავყვირი.

მაინცდამაინც, ბესიკის მამა ზაქარია დიდი პატივით სარგებლობდა თეიმურაზ მეორის კარზე. ის იყო დიდად განათლებული და განსწავლული კაცი. როგორც ცნობილია, ზაქარია გაბაშვილი მეთაურობდა იმ ორტოდოქსალურ საეკლესიო ჯგუფს, რომელიც მკვეთრად წნააღუდგა განთქმულ ანტონ კათოლიკოზს. ზაქარიამ შესძლო თავისი ავტორიტეტით თეიმურაზის დაყოლება და საეკლესიო კრებამ ანტონი თანამდებობიდან გადააყენა, ვითარცა კათოლიკობისადმი მიდრეკილი პირი.
მაგრამ ირაკლი მეფე სხვაგვარად აფასებდა ანტონის ნიჭს. განათლებული ექს-კათოლიკოსი მეფეს თავისი სახელმწიფოებრივი იდეალები მომხრე პირად მიაჩნდა და ერთგულ თანამშრომელს ხედავდა ამ ანაფორიან ბაგრატიდში.
თეიმურაზის გარდაცვალების შემდეგ ირაკლიმ რუსეთიდან დაიბარა ანტონი და კვლავ ძველი თანამდებობიდა შეთავაზა. ეს კი ზაქარია გაბაშვილისა და მისი დასის აშკარა გამოწვევა იყო. ზაქარიას ბრძოლა მიუღია, მაგრამ უთანასწორო ომის პირობებში უცხო ძალისათვის მიუმართავს დასახმარებლად. ასეთ ძალად იმერეთი გამოჩენილა. ზაქარიას იქ დიდი თანაგრძნობა უპოვია როგორც საეკლრსიო, ისე საერო წრეებში.
ჩვენამდე შენახულა ერთი დოკუმენტი, რომელიც ამ მხრივ ფრიად საყურადღებო ცნობებს შეიცავს. ესაა <<განჩინება და მსჯავრი სამოციქულოი ზემოისა საქართველოისა მამადმთავრისა ანტონის მიერ და ეპისკოპოსთა,სამეფოსა ქალაქსა ტფილისს ტალატსა საკათალიკოზოსა შეკრებულთაგან ზაქარიასთვის ხუცისა და ვიეთთამე მიმდგომთა მისთა ცხადად დამთრგუნველთა საღვთოთა და მამათა კანონისათა>> (წ.კ.ხელნ.#(წ.კ.ხელნ.#3182).
ამ განჩინების აქტში,სხვათა შორის, წერია, რომ ზაქარია:განიპარა სამეფოით საქართველოისითა სხვად სამეფოდ [ე. ი. იმერ რეთად, ა. ბ.] ესე გვარითარე სივერაგიტა, ვითარმედ იტყოდა ურცხვინოდ რეცა მეფისაგან განტევებასა თვისსა. წარვიდა სხვად სამეფოდ ამისთვის, რათა ე კ ლ ე ს ი ა ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს ა კ ე თ ი ლ მ ს ა ხ უ რ ი თ მ ე ფ ი რ თ უ რ თ მ წ ვ ა ლ ე ლ ე ბ ა დ, ესე იგი შემწყნარებელად ლათინთა სარწმუნოებისა” გ ა მ ო ე ც ხ ა დ ე ბ ი ნ ა ო.
განჩინება 1764წელს ეკუთვნის. მაშასადამე ზაქარისა იმერეთს გადასვლა ამის უწინარეს დროს უნდა მომხდარიყო, მაგრამ არაუადრეს 1762წლისა (ამ წელს დაბრუნდა კათალიკოსი ანტონი).
როგორც ჩანს, ზაქარია ბრალდებოდა ირაკლის საწინააღნდეგო ინტრიგების მოწყობაც ეს ბრალდება უფრო მკაფიოდაა გამოთქმული განჩინების პირველსავე მუხლში: ,, გამოჩნდა უკვე ჩვენსა ამას ეპარხიასა შინა კაცი გამყრნელი ქრისტეს სავენახისა ზ ა ქ ა რ ი ა უ კ ვ ე ხ უ ც ე ს ი... ა ღ დ გ ა ც ი ლ ი ს წ ა მ ე ბ ა დ კ ე თ ი ლ მ ს ა ხ უ რ ს ა ზ ე დ ა მ ე ფ ე ს ა ჩ ვ ე ნ ს ა და მამამთავარსა ზედა ჩვენსა”...
საეკლესიო კრებაზე ზაქარია ვნებით არ გამოცხადებულა, მაშინ მოვიყვანეთ კრებად ამბობს განჩინება შტაგონობითს ზომების რომ არ გაუჭრია, კრებულს სასტიკი განაჩენი გამოუტანია ,, ოპოზიციონერების” მიმართ: ,, ყოვლად უკეთურსა მას და უსჯულოსა ზაქარია ხუცეს __ყოფილსა განკვეთილვყოფთ წმინდისაგნ მღვდელობისა. შევაჩვენებთ, ვსწყეფთ, შევკრავთ ჩვენდა მოცემულთა მღვდელმთავრობითითა ხელმწიფებითა...
გააანვკვეთთ დაიკვნობისაგან და შევაჩვენებთ შვილსაცა მისსა იოსებს, ვითარცა მამისა თვისსა შემწესსააა... შევაჩვენებთ ჭურსაცა მას ეშმაკისასა, მოწაფესა მისსა ისაკსა...
წელსა 1764, თვესა ოქტომბერსა18”.
საეკლესიო კრების განჩინების გამოტანის შემდეგ ყოფილი მოძღვრის მდგომაერობა უნუგეშო შეიქნებოდა(სამეფო კარიდან კი ის, ალბათ, ადრიდანვე იქნა გაძევებული). წოველ შემთხვევაში, ზაქარიას საშვალება მისცემია ქართლში დარჩენილიყო და მონანიებას შესდგომოდა. განჩინებაც შეიცავს ამის დასტურს: ,,უკეთუ მოვიდენ სინანულად... შევიწყნარებთო”. მაგრამ ზაქარია გაჯიუტებულა: ,,მიერითგან უკეთურესთა საქმეთა მოქმედი” გამხდარა. ეს ამბავი 1767 წელს მომხდარა. ჩვენ მოგვეპოვება ამ საგანზე ირაკლის ოფიციალური მიწერილობა ყიზლარის კომენდატ გენერალ-მაიორ პოტაპოვთა ( სიმოკლისა და ინტერესისათვის დოკუმენტი მთლიანად მოგვაქცევს):
უწყება ესე ჩვენგან-ვითხოვთ, რათა მოისმინოთ!
ხუცესი ვინმე სახელით ზაქარია, ნათესავით გაბაშვილი, ჩვენისა სამეფოოსაგანი,
ბოროტ განმსჯელი და უუკეთურესსა ზედა გზასა დადგომილი, მისმან უწმინდესობამან მამათმთავარმანჩვენმან და ეპისკოპოსთან სამეფოოსგან მადლისა განაშვლეს წელიწადსა ჩროდ [ 1764 ], თტვესა ოკტომბერსა იც [ 18 ] ქალაქსატბილისს.
და ოდეს იგი შეიჩვენა, მიერითგანუუკეთურესთა საქმეთა მოქმედი წელიწადსა ამას ჩროს [ 1677 ] განვაგდეთ სამეფოთ ჩვენით და გვესმის, რომელ ყიზლაქ ქალაქადმისრულ არს, რომლისა ჭეშმარიტი უწყება მოგართვით თქვენსა ზეაღმავლობასა. ნუ შეიწყარებთ მას ვითარცა ქრისტიანეთა ვადლისა შიშველ არს.

მეფე ირაკლი .

ანალოგიურიმიწერილობა ანტონ კათოლიკოსსაც გაუგზავნია საეკლესიო ხაზით
(იქვე).
ოფიციალური დოკუმენტებიდან არაფერი ჩანს ზაქარიას ქონებრივი მდგომარეობის შესახებ შეჩვენებისადა გაევების აქტებთან დაკავშირებით, ხოლო ასტრახნის ეპისკოპოსისადმი მირთმეულ არზაში ზაქარია თვითონ აცხადებს: ,,სახლი და კარი წამართვეს”-ო. ასეთი სასჯელი თითქოოს ბუნებრივი უნდა ყოფილიყო მსგავსი დანაშაულისათვის.
როგორც ირაკლის წერილიდან ჩანს, ზაქარიას რუსეთისაკენ უქნია პირი. საეკლესიო წრეებს გარდა ნამოძღვრალს დასახმარებლად მიუმართავს ირაკლის მოქიშპე ემიგრანტულ ბაგრატიონმეფისათვის, სახელდობრ, ვახტანგ მეექვსის შტამომავლიბისთვის.
ჩვენამდე მოღწეულია ,,ნამოძღვრალის ზახარია გაბაევის მიერ მიწერილი ასტრახნით მოსკოვს მათისა უგანათლებულესობისა მეფის ვახტანგის ძისა გიორგისამდი” ამ წერილის ერთი ცალი თვითონ ბესიკის მიერაა გადანუსხული.
ეს წერილი ერთსადაიმავე დროს ქებასაც წარმოადგენს და არზასაც. აქ ზოგი მეტად საინტერესო ცნობა გვხვდება:

წიგნი დადვეს ქუფრი-ბინდი, მითხრეს: ,, აღიარე ინდი,
ფრანციცულად გაღიღინდი, თორემ გაგცრც ვით
სიმინდი!”
პაპის სჯულზე მე შევწყინდი, იყო სულის წარმაწყინდი,
მითხრეს: ,,რააადგან დაგვიჟინდი, ოვსსეთის მთას გადაფრინდი”.

მოიპარსა რა ნიკაპი, მით უარვჰყავთ დიდი პაპი!
აღმაფრინეს ვით რომ ლაპი, აღმათრივეს მწვირე ტლაპი;
რაც მებადა, უყვეს ხლაპი, გამომაძეს შიშველ
ღლაპი,

ზეცას გადგან გვირგვინ-შლაპი, თუ წყალობა აღმასლაპი.

როგორც ჩანს, ზაქარიას ქონების კონფისკაციასაც არ დაჯერებულან და მისი ოჯახის წევრებიც წაუგვრიათ. ამავე არზაში ქვევით ვკითხულობთ :

მე მტირალს ქართლი გამომაარეს,
ყვედრება-გმობა ზედ დამაყარეს,
მეუღლის წართმას არ მიმაკმარეს,
შვილნი რვანიცა ერთ-ჟამ წამგვარეს,

მყავ მწირი-მონა აქ შესაწყნარეს,
რათა გაგთქმინდე მთასა და ბარეს.

ზაქარია გაბაშვილი მრავალრიცხოვანი წვრილი შვილების პატრონი ყოფილა. მოხსენებულ რვა შვილში, ალბათ, უასაკონი უნდა ვიგულისხმოთ, თორემ უფროსი შვილი ოსე—როგორც ვიცით—მასთან ერთად იქნა შეჩვენებული.
თავისთავად ცხადია, რაოდენ თავზარდამცემი უნდა ყოფილიყო ზაქარიას ოჯახისათვის მომხდარი ამბები.
შესაძლებელია ოჯახის ნაწილი სამეფო კარზედაც გადაიყვანეს და ნივთიერად უზრუნველჰყვეს, მაგრამ, როგორც უნდა იყოს, აფორიაქებული ცხოვრების პირობები ნამოძღვრალის ცოლშვილს თავის დაღს დაასვამდა.
ჩვენ ბანსაკუთრებით პატარა ბესიკის ბედი გვაინტერესებს, თორემ ოსე გაბაშვილი ასე გადმოგვცემს თავისი აღზრდის ბეჩავ სინამდვილეზე.. ,,ერთი გლახაკი და უცხო და მწირი ობლობასა და სიღარიბესა და განსაცდელსა შინა აღმზარდა მამამან ჩემმან ზაქარია მოძღვარმან”ო1.
თეიმურაზის გარდაცვალებისას (დაახლოვებით იმ დროს უნდა დაწყებულიყო ნამოძღვცრალის მდგომარეობის შერყევა) 11 წლის ბესიკს პირველდაწყებითი განათლება მიღებული ექნებოდა. ზაქარიას ოჯახი ეთერთ უწარჩინებულეს ინტელიგენტურ კერას წარმოადგენდა მწერლობასა და მწიგნობრობაში დიდად დახელოვნებულს. თვითინ ზაქარიას და ბესიკს რომ თავი დავანებოთ, ოსეთს ცნობილი მდივან-მწიგნობარი იყო და კალიგრაფი, ამასთან პოეტი და გრამატიკოსი. 1785 წლის ერთი საბუთი დაწერილია ,,ხელითა მწირისა ნიკოლაოს გაბაონელისათა”2..ნიკოლოზის ძმობას დადასტურებულია ოსეს წერტილობითი მოწმობით (მიმოწერა, 44). ზაქარიას ოჯახს უნდა ჰკთვნებოდა 1816
წლის ერთი სიგელი გადამწერი დიაკკონი გაბაონის-ძე დავი;იც. ოჯახის დანარ'ენი წევრების[ესახებ არაფერი ვიცით.
მმართალია,პ. ბუტკოვი ბერისიკის ძმად თვლის პოეტთან ერტთად რუსეთში დიპლომაატიური მიზნით მივლინებულ სვიმონ გაბაშვილს, მაგრამ, ოსემ გადმოცემით,სვიმონი მათი ბიძაშვილი ყოფილა და არა ძმა.Oოსე ერთგან წერრრს ანა დედოფალს: “მერმეთ ჩემი ბიძაშვილი სვიმონ მოემზადებინა წამოსასვლელად ბესარიონის მაგიერად” -ოო(მიმოწერა,33). იონა რუისის მიტროპოლიტსაც იასაში ენახა~. ;ბესარი გაბაონი და სვომონ, ბიძისა მისისა ძე ~.
მაინცდამაინც, ეს სვიმონიც ზაქარიას ოჯახის წრეს ეკუთვნოდა. თვითონ ზაქარია მოძღვარი-მასწავლებელიც ყოფიოლა და, საფიქრელია შვილების აღზრდაზე პუირადად იზრუნებდა. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბესიკის ბინებრივმა ნიჭმა შესაფერისი გამოვნილება პოვა.
ოჯახის მეთაურის შეჩვენება და საქართველოდან გაძევება, ცხადია, მძიმე პირობებში ჩააყენებდა ცოლ შვილს და ბავშვების ნორმალური აღზრდის მსვლელობას შეაფერხებდა.
მამის გავლენისაგან თავის დასაღწევად, როგორც ვთქვით, ბესიკი დედითა და უასაკო და _ ძმებით შესაძლებელია სასახლეშიც გადაიყვანეს, ყოველ შემთხვევაში, სასახლის ერთგვარ კონტროლს დაუქვემდებარეს.
ზაქარის აღმზრდელობითი მეთოდი ბუნებრივად ორტოდქსალურ_კლერიკარული უნდა ყოფილიყო, ახა წრეში ბავშვი უფრო საერო ხასიათის ჩვევებს შეითვისებდა.შესაძლებელია, ძველი ჟანგის ამოსახოცათ ბესიკში განსაკუთრებით გააღიზიანეს სწორედ ანტი-კლერიკატული, ანტი-ეკლესიური ტენდენციები. სამწუხაროდ, ჩვენ არავითარი უშუალო ცნობებეი არ მოგვეპოვება ამ მხრით, ხოლო, ტრადიციული გადმოცემებით პატარა ბესიკს თითქოს ხელობად მიუჩნევია ბერ-მონაზვნების კილვა ლექსებით. ამაზე თურმე ბერებმა გამოთქვეს

გაბაანდაგან აღმობრწყინდა ახლად ჟამადანტექრისტე, შე, დალოცვილო უფალო, ეს რა გამოგვიქოფიტე?
როგორც ჩანს, ბესიკს კარგად უნდა შეესწავლა სპარსული და თურქულ-აზერბაიჯანული. რა საკვირველია ის მშვენიერად ყოფილა განსაწამული ძველ ქართიულ მწერლობაში და, სხვათა შორის, თითქოს ზეპირად სცოდნია საბა ორბელიანის მთელი ლექსიკონი. ივანე ბატონიშვილი ამ საგანზ გვიამბობს: მოუთხრობენ ამისთვის, რომელს სცოდნოდეს მთლადე ლეკსიკონი ქართული2~_ო უთუიდ საყურადღებოა, რომ ბესიკის ხელში ყოფილა ლექსიკონის ერთი საბასეული ავტოგრაფი, რომელიც პოეტს სპარსეთში მივლინებისას თან წაუღია და საკუთარი დღიუღებიც ჩაურთავს ხელნაწერში.
ბესიკი მალე დაახლოვებია იმდროინდელ მოწინავე საზოგადოებას, მარავალი ერთგული დსა მოყვარული ტოლ-ამხანაგი შეუძენია უმაღლეს წრეებიდანაც. დავით ორბელიანი_ირაკლის სიძე, პირველი კაცი სახელმწიფოში, სარდალი და სახლთუხუცესი უინტიმესი გრძნობებით იყო დაკავშირებული ჭაბუკ მგოსანთან. მოწინავე საზოგადოებასთან სიახლოვე გარკვეულ დაღს ასვამდა პოეტის აზროვნებასა და ფსიქიკას.
ბესიკს არ გაუწყვეტია დავით სარდალთან მიმოწერა შორეულკრემენჩუკ-იასადანაც კი, პოეტის ელეგიური ტონები ესალმენებოდა შემდგომ აგრეთვე სასახლიდან გაძევებული სარდლი8ს გულის ტკივლებს სასახლის ფავორიტებისა და დარეჯან დედოფლის ინტრიგებით ირაკლი მეფემ პოლიტიკურ მოღვაწეობას ჩამოაშორა ადრინდელ დროში მისთვის საყვარელი ასპინძის გნმირი ხოლო ბესიკმა ამის გამო მხურვალე გრძნობებით მოუსამძიმრა სარდალს <<ცრემლთა დინარით>>.
მარტო რადა ღირს ამ ლექსის ორო გაბედული ტაეპი, სადაც არაორაზროვანად დაგესლილა სასახლის ინტრიგათა მთელი ხროვა:
ნუთუმცა გველმან, ენით მოკვლელმან
გმირსა ქედასა დაგდვა საცილო!
ამაში აშკარად ისმის ბესიკის პოლიტიკური განწყობილება და პატტრიოტიკის ხმები.....
მეგობრული ინტიმობით ყოფილა ბესიკი დაკავშირებული განთქმულ ლევან ბატონიშვილთან, რომლის დაკარგვა კოეტმა ლირიკულად გამოიტანა ვრცელ ელეგია
ოდა <<სამძიმარსი>>
ბესიკის მახლობლი ყოფიილა მირიან ბატონიშვილი, ირაკლისძე კათოლიკოსი ანტონი (II) და სხვები. ((ბესიკის მიმოწერა)) ნათელს ჰფენს ძის სიახლოვეს XVIII ს.პოლიტიკურ მოღვაწე სულხან ორბელიანთან (რასაკვირველია, ეს სხვა პირია, ვიდრე სულხან_საბა ორბელიანი).
უდაოა ბესიკის სიახლოვე ირაკლი მეორესა და გიორგი ბატონიშვილთან. ოღონდ არსაიდან ჩანს, თითქოს პოატი ყეენის კარზე ყოფილიყოს გაგზავნილი ირაკლის დავალებით (როგორც ამტკიცებენ ჭიჭინაზე, გიორგძედა სხვები).
ბუნებრივი იქნებოდა ახალგაზრდა მგოსნის მეგობრობა იმდროინდელ ქართულ ინტელიგენციაასთან. დავით რექტორი ამ წრის ერთერთი საუკეთესო წარმომადგენელი იყო უთუოდ. გადაარჩენილა რექტორის მეგობრული გრძნობით სავსე რამდენიმე ბარათი ბესიკის სახელზე. ერთგან ის პოეტს წერს ჩვეული რიტორიკული <<შტილითა>>:
საყვარო ძმაო, სულითო,
. . . . . . . . . . . . . . . . .
ვეღარ ვეღირსე შენთანრე განცდა-ხალვად,
შენნი მასურნე მშვიდობისა ჰამბავნი...
დამახასიეთებელი ასეთი მიმართვაც ,,სულთა საწყურო, გულისა შენაყვარო~ (იქვე, 140) , ,,მისს კეთილშობილებას გაბაონ მოძღვრის-ძე, საყვარელ ძმას და მეგობარს ბესარიონს_შენი უსაკუთრესი ძმა და მეგობარი ალექსის_ძე დავითი~ (195, 206).
და რომელი ერთი ჩამოვთვალო? მთელი მოწინავე ახალგაზრდობა ბესიკში პოვებდა საყვარელ ტოლ-ამხანაგს და ერთგულ მეგობარს. გადმოცემით, პოეტი ახლო ურთიერთობაში ყოფილა ,,მდაბიო~,ლხინის მოყვარულ ,,ამფსონურ~ წრეებთანაც. მაგრამ, მანცდამაინც, უმაღლესი არისტოკრატიული საზოგადოება შეადგენდა იმის იდეალს. ცდილობდა ამ საზოგადოების მანერების შეთვისებას, იჟღინთებოდა ამ საზოგადოების იდეური ,,ბაგაჟით~.
ბესიკის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისი მეგობრები სასახლის კამარილიის მოწინააღმდეგე კეთილშობილ პატრიოტთა დასს ეკუთვნოდნენ. მარტო დავით სარდლის პიროვნება რად ღირს ამ მხრით! ეს გულადი კაცი თავგამეტებით ებრძოდა სასახლეში ფეხმოკიდებულ ანომალიას. მაგრამ უსათუოდ ისიც აღსანიშნავია, რომ დავით სარდალმა სრულიად ვერ გაითვაისწინა ახალი დროის ისტორიული პერსპექტივი და ანტირუსული ორიენტაციის დროშით ბრძოლა წააგო. ასეთ პირობებში ოსეფა ყორღანაშვილის მსგავსი მედროვეები იოლად ახერხებდნენ მდიდარი ნაყოფის მოსთვლას. ხოლო დავით სარდალი კეთილშობილი კონსერვატორის როლში იძულებული გახდა გზა დაეცალა.
დავით სარდლისადმია მიძღვნილი ბესარიონ გაბაშვილის ,,ასპინძის ომზედ”. ეს პატარა პოემა შეიცავს საუცხოო ეპიურ ფონზე ასახულ დავითის გრიმული პიროვნების ზვიად ქებათა_ქებას. თხზულების უკვე პირველი შესავალი ტაეპი'სასღვრავს ქება_პოემის მთელ იდეურ სარჩულს:
ასპინძის მიწა გიწამებს....
საოცარი სიღრმით და მხატვრული ძალით გადმოუცია ბესიკს ძველი ქართული ხმალის ეს უკანასკნელი ძლიერი გაელვება ასპინძის ველზე. სხვათა შორის, ასპინძის ომში პირველად მოხდა რუსული კურსის ცხადი გამოცდა. ამდენად ამ განთქმულ ბრძოლას დიდი ისტორიული დემოსტრაციის მნიშვნელობა მიეცა, განსაკუთრებით თანამედროველთა თვალში. როგორც ცნობილია, მეფის რუსეთმა აქ შეირცხვინა სახელი. ბნელი წარსულისა და არა ნაკლებ საეჭვო აწმყოს მქონე გენერალმა ტოტლებენმა ცუდად ამხილა რუსული კურსი. ამ გარემოებამ ბევრ ურწმუნო თომას შემატა ძალა, ეჭვი დაბადა რუსული ორიენტაციის თვიტონ ზოგიერთ მომხრეთა
შორის, ხოლო დიდი აღშფოთება გამოიწვია აშკარა მოწინააღმდეგეთა ბანაკში. დავით სარდალი, ვგონებთ, უკანასკნელთა ჯგუფს ეკუთვნოდა. ირაკლის სტრატეგიულმა ნიჭმა და დავით სარდლის უზომო სიმამაცე საშინელი კატასტროფისაგან იხსნა ქვეყანა. ბესიკის პოემა სარდლის რაინდობით არის შტაგონებული. შემდგომ მაინც რუსული ორიენტაციის თავგამოდებული მოსარჩლე პოეტი ,, ასპინძის ომში “ დაუზოგავად ამხელს ტოტლებენის ვერაგ საქციელს:
ვაი, მას დღისა მომხსენმან ვითარ ვინ რით განვაქიქო?!
ცილი დასდევს მეფეს რუსთა: ჩვენთვის კეთილს არა იქო!
ღრაფი ჯარით გამობრუნდა,_მითსახელი ვერა იქო,_
სხვა პასუხი არვის მისცა: სითაც მოველ, წავალ იქო.
ბესიკს ატყვევებს და ახარებს დავით სარდლის მამაცური თავგამეტება, პატრიოტული გზნება და პერსონალური გულადობა. ბესიკი დავით სარდლის რაინდული ხმლის მოტრფიალეა. დავით სარდალი ბესიკს აგონებს ძველ საქართველოს გმირული სულის გახმაურება.
უმნიშვნელო როდია, რომ დავით სარდალი და სახლთუხუცესი იყო იმავე დროის გრძნობიერი პოეტი და განათლებული მწიგნობარი, ავტორი ლამაზი მუხამბაზებისა და განთქმული ,,ყურამანიანის” გადმომღებელი ქართულ ენაზე. ტყუილად კი არ უწოდებს სარდალს ბესიკი ,,ყარამან დავითს”. მწერლობის სიყვარულიც, ალბათ, დიდად აახლოვებდა XVIII საუკუნის ამ ორ დიდ ადამიანს. ნაზი და გულთბილი მეგობრულ გრძნობებში, ბესიკი მოურიდებელი და დაუნდობელი იყო ყოველი მოწინააღმდეგის მიმართ. ძლიერი და გესლიანი სიტყვა_პასუხით ბესიკი მკვეთრად ესხმოდა მოპირდაპირის ყველაზე უფრო მტკივნეულ მხარეს. განსაკუთრებული სიმწვავით ჰკილავს ბესიკი თავის ლიტერატურულ მოპაექრეს, ცნობილ მზეჭაბუკ, ან, უბრალოდ, ჭაბუა ორბელიანს.
ჭაბუა უაღრესად საიტერესო პიროვნება ყოფილა. ის იყო სახელმოხვეჭილი პოლიტიკური მოღვაწე, მდივანბეგი, მსწავლელი ბრძენი, ფილოსოფოსი, პოეტი, ანეგდოტის_სატირიკოსი, პედაგოგი. გარეგნობით_ფრიად მახინჯი, კუზიანი, უშნო, შესაზარი. ხასიათით_მყრალი, უხეში, ამასთან გაბედური, პირდაპირი, პატივმოყვარე ავადობამდე. როგორც პოეტი_სატირიკოსი, ჭაბუა იყო მახვილგონიერი და მწვავე სიტყვის პატრონი. ბოროტი და შხამიანი სატირული პამფლეტებით ის თითქოს ჟინს იკლავდა თავის ფიზიკურ ნაკლზე.
და იყო ერთი პოეტური ციებ_ცხელება, ბასრობა, კილვა, უწმაწური სიტყვების კორიანტელი. პაექრობაში ჩაბმული იყო მთელი იმდროინდელი მაღალი საზოგადოებრიობა, სასახლის არისტოკრატია, დიდკაცობა, ქალი თუ კაცი. გაშაირება, ლექსით გაჯიბრება გართობის ერთერთ საუკეთესო ფორმას წარმოადგენდა. არცერთი ლხინ_მეჯლიში, თუ დაბრაილური ეკრებილობა, არ აცდებოდა ამ გზას.

ბესიკის ერთი ახალი ავტოგრაფის გამო

1932 წელს გამოვიდა ბესიკის თხზულებათა სრული კრებულის აკადემიური გამოცემა (ალ.ბარამიძისა და ვ. თოფურიას რედაქციით, გამომცემლობა ფედერაცია ). ტექსტის დადგენისას რედაქცია, სხვათა შორის, ერთ ასეთ დამაბრკოლებელ გარემოებას წააწყდა: ბესიკის ზოგიერთი ლექსი ცნობილი აღმოჩმდა მხოლოდ ზ. ჭიჭინაძის გამოცემით (,,ლექსნი თქმულნი ბესარიონ გაბაშვილისაგან”, ტფილისი 1885). ამის მიხედვით ზოგიერთ წინანდელ რედაქტორს (*მაგალითად, ს. გოგრაძეს ) ესათუის ლექსი სადაოდ მიუჩნევია, ან სრულიად უყურადღებოდ დაუტოვებია და ახალ გამოცემაში არ შეუტანია.
უკანასკნელი გამოცემის რედაქციის მიერ ჩატარებული კვლევაძიების წყალობით
დადასტურდა ჭიჭინაძისეული გამოცემის რადენიმე ლექსი, მაგრამ რედაქციამ მაინც მეცნიერული სიფრთხილე ირჩია და ხელნაწერებით დაუდასტურებელი ლექსები კვლავინდებურად სადაოდ დასტოვა და შენიშნა: ,,ჩვენ იმედს სრულიად არ ვკარგავთ, რომ ახლა მომავალი უფრო დასაყრდნენ რეალურ ცნობებს წარმოაჩენს, ხოლო მანამდე საკითხის ღიად დატოვება საქმეს არ ავნებს. განსაკუთრებით საყურადღებოა ამ მხრივ იმ ლექსების ბედი, რომლებიც მხოლოდ ზ. ჭიჭინაძის
გამოცემით არის ჯერჯერობოთ ცნობილი” (,,ტექსტისათვის გვ.177).
რედაქცია განსაკუთრებულ მნიშვნელობას აძლევდა ჭიჭინაძისეული გამოცემას,
რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ხელნაწერის მაგივრობას ასრულებდა, და ხაზგასმით ამბობს: ”ჭიჭინაძის მნიშვნელობის მიფუჩეჩება და მისი ზერელედ გვერდს ავლა არ შეიძლება (ეს მარტივი ხერხი იქნებოდა, მაგრამ უმართებულო). უთოდ საყურადღბოა, რომ ჭიჭინაძის დაბეჭდილი ერთადერთი ლექსი('”პირველ სიმდაბლეს აღეკარ”) ს.გიორგაძემ სადაო განყოფილებაში მოათავსა, როგორც ხელნაწერებით გაუმართლებელი ტექსტი, ამ უკანასკნელად-კი ეს ლექსი ბესიკის ავტოგრაფიულ რვეულშიც აღმოჩნდა! მეორე “სადავო” <<მარად შენ მიმაჩნდე>> უბრალო დამახინჯებული ვარიანტი ყოფილა ბესიკის უდავო ლექსისა <<რა გული დავაგე შენად სარებლად>>. <<ან ალვა ხარ ტანადობით>>დადასტურდა 656 ხელნაწერით – ო (გვ. 177).
ამჟამად ჩვენ ხელთ ჩაგვივარდა ბესიკის კიდევ ერთი სადავოდ მიჩნეული ლექსის “სოლომონ მეფის ეპიტაფიის” ავტოგრაფი. ლექსი აღმოჩნდა საქართველოს მუზეუმის ყოფ. საისტორიო-საერთნოგრაფიო საზოგადოების გაურჩეველი და აუნუსხავი საბუთებისკოლექციაში. ლექსი დაწერილია ცალკე ქაღალდის ნაჭერზე, ზომით22X12 სანტიმეტრი და ნოლოში დართული აქვს ტექსტისავე ხელით შემდეგი მინაწერი: “კურთხეულის [დედანში: კხლის] მეფის სოლომონი [ს] საფლავის ქვაზედ დასაწერი იამბიკონი, რომელი [რი] თქვა ვისარიონ ძემან მოძღურისა ზაქარიასმან, მდივანმან უმაღლესისა მეფისა დავითიანისა დავითისმან”.
ასეთივე მინაწერი ჰქონია ზ. ჭიჭინაძის მიერ ნახულ ხელნაწერსაც, ოღონდ გამომცემელს შეცდომითამოუკითხავს `ზაქარიასაგან~ (იქვე, 161).
ამ ლექსის აღმოცენა ერთი მხრივ ამართლებს 1932 წლის გამოცემული ტექსტის რედაქტორთა ზევითციტირებულ მოსაზრებებს, ხოლო მეორე მხრივ კიდევ ზედმეტ სიფრთხილეს ავალებს ყველა იმათ, ვინც ხელაღებით მოინდომებს ზ. ჭიჭინაძის შეკრებილი ცნობების აბუჩად აგდებას.
Read more

გოთუა ლევან

იტორიკაში სწერია: ,,ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყოს კაცმაო'',
მაგრამ ჩვენ შესავალი არ გვჭირდება, გვირჩევნია, რომ ყველაფერი პირდაპირ დავიწყოთ.

1905 წელი. . .
10 მარტი . . . თბილისი, დაიბადა ლევან გოთუა.
1. მამა - პართენ გოთუა, წარმოშობით ძიმითიდან, იყო ცნობილი საზოგადო მოღვაწე, მწერალი, პუბლიცისტი, გაზეთ ,,ვოზროჟდენიეს'' მთავარი რედაქტორი.
დედა- ქუთაისელი, სოფიო გრიგოლის ასული კემულარია, თავისი დროისათვის ფრიად განათლებული ქალი.
წერა-კითხვა შეასწავლა დედამ. მამის მეოხებით კი ადრე შეეჩვია მოგზაურობას, ეზიარა სამშობლო ქვეყნის სიყვარულის უდიდეს გრძნობას და ჩაესახა შემოქმედებითი მისწრაფებანი.
მთამსვლელობამ და მოგზაურობამ ადრე აუხილა გონების თვალი. ,,ამან მომამწიფა და გამაბედვინა სამწერლო ასპარეზზე გასვლაო''.- წერდა იგი.
მწერლობის დაწყება მნიშვნელოვანი საფუძველის გარეშე არ იქნება,
საჭიროა რაღაც დიდი, სულის შემძვრელი მოვლენა. ,,აღმაფრთოვანა ჩვენი ბუნებისა და მიწა-წყლის მშვენიერებამ''-ო, გვამცნობს იგი.
ლევან გოთუა, ბუნებით და მოწოდებით მოგზაური, ნაცადი მთამსვლელი იყო, რომელმაც არაერთი მაღალი მწვერვალი დალაშქრა საქართველოს მთიანეთში. თურმე საოცარი მიმზიდველობის ძალს გააჩნია მწვერვალს. იგი უჩინარი მიზიდულობით ეწევა თავისაკენ ადამიანს. ისეთ ჟინს ჩაუდგამს მუხლებსა და გულში, რომ ადამიანი კარგავს ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის უნარს და ეძლევა მწვერვალზე ასვლის სურვილს.
მწვერვალიდან ერთი გადმოხედვა თურმე მთელ სიცოცხლედ ღირს!
1937 წელს Aალიოშა ჯაფარიძის მეთაურობით ათი მთამსვლელი შესდგომია შავანას სიმაღლეს. ერთი იმათგანი ლევან გოთუა არის. სწორედ სიმაღლიდან დანახულმა საუცხოო სამშობლომ გააბედვინა დაეწერა პირველი ნაწარმოები და მისცა ბიძგი მწერლობისაკენ. ,,ხდედალეულნი'' იწყებს მის შემოქმედებას, სადაც აქვს აღწერილი შავანას მწვერვალზე ასვლა.
გარეგნობით ლევან გოთუა გახლდათ საშუალოზე კარგა მაღალი, წარმოსადეგი, ბრგე მოყვანილობის, თეთრყირმიზი, ბუბუნა ხმის პატრონი, დაფანჩულწარბება, ხუჭუჭთმიანი, სულიერად კი ნამდვილი ვაჟკაცი, თავისი ხალხის დიდად მოყვარული, ჭეშმარიტი მამულიშვილი. იგი ძალზე გამრჯე კაცი, დაუღალავი მშრომელი, დიდად განსწავლული მწიგნობარი,
ქართული მწერლობის ზედმიწევნით მცოდნე, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიაში ერთობ გონებაგაწრთვნილი.
,,საერთო სწავლასთან ერთად დავეწაფე ქართული ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლას''- ამბობს იგი ავტობიოგრაფიაში. საქართველოს ისტორიის ღრმა ცოდნა გამოიჩინა მან ისტორიული დრამებისა, მოთხრობებისა და რომანების შექმნისას. მეფე ერეკლე თუ დავით აღმაშენებელი, სამსახეობა რაინდისა თუ მითრიდატე, ალექსანდრე კახთა მეფე თუ კრწანისი-შედეგი იყო
საქართველოს ისტორიის ღრმა ცოდნისა..
,,ძირითადად ვმუშაობ პროზაში, როგორც ყველაზე უფრო ტევად ჟანრში.''
ლევან გოთუამ პროზით მოიპოვა მკითხველის სიყვარული, რადგან ამ ჟანრში მან მონახა ადგილი ყველა გმირისა და ყველა ამბისათვის, ისინი ერთმანეთს დაუკავშირა და შექმნა მთელი წყება მოთხრობებისა, ვიდრე შეუდგებოდა ეპოპეის წერას. ლევან გოთუამ ზედიზედ დაწერა ნარკვევები, მგზავრული კრიალოსანი, მოთხრობები.. .
,,ყოველი ჩემი ახალი წიგნის გამოშვებისას ვღელავ, ვით ტრფობის პატიმარი, რომელიც ყველას წინაშე, თავის კალმის ,,ძელზე'' გასმული ელის განაჩენს!. . . წერდა შესანიშნავი მწერალი ლევან გოთუა მკითხველის წინაშე
თავისი მორიგი შედევრის წარდგენის შემდეგ,- და რა დიდი ნუგეშია, რომ ასეთი გულისხმიერი და სიტყვაშორის გამგები მკითხველი გვყავს!. .. მე მჯერა, რომ გულწრფელობის ხიდი მწერალსა და მკითხველს შორის სრულიადაც არ არის ჩატეხილი და ვგონებ, ეს უფრო მკითხველის დამსახურებაა! . . ეს ჩვენ, მწერლებს უნდა გვახსოვდეს!''
ლევან გოთუამ თავისი ცხოვრების საუკეთესო წლები, თითქმის მეოთხედი საუკუნე, პატიმრობაში გაატარა. იგი ,,ანტისახელმწიფოებრივი'' საქმიანობისთვის სოლოვეცკის კუნძულებზე გადაასახლეს, 1927 წელს მის საქმეს გადახედეს და პატიმრობა თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს, რომელიც მან ვლადიკავკაზში გაატარა. 1946 წელს მწრალი კიდევ ერთხელ დააპატიმრეს და ამჯერად 1955 წლის აგვისტომდე იმიერპოლარეთის ბანაკებში მოუწია სასჯელის მოხდამ. საქართველოს სიყვარულმა ყველა სიძნელე გადაალახვინა: ,,სად არ მათრიეს, სად არ გადამაგდეს, სად არ მაწვალეს. ყველაფერს რომ ჩავყევი და გავიხსენე, თვითონ განვცვიფრდი, ნუთუ ყოველი მე მხვდა წილად. . . ჩემს თავზე მძიმე ზღაპარმა გადაიარა. ერთი ადამიანისთვის ეს ბევრზე ბევრია გადასატანად და დაუჯერებელიც!.''
,,მე ახლა ხანდაზმული ვარ, გადატანილი ჭირ-ვარამით მთელ ჩემს ცხოვრებაზე ბევრად უფრო ასაკოვანი და ხანდაზმული. ახლა ჩემს თავზე ექსპერიმენტებს ვეღარ ავიტან. მე მარტო ჩემი სამშობლო მინდა, რომ იქ მერგოს სასუფეველი!''
Read more

დავით გურამიშვილი

დავით გურამიშვილი დაიბადა 1705 წელს, საქართველოს ძველი სატახტო ქალაქის მცხეთის მახლობლად, საგურამოს ზემოთ, გორისუბანში, თავად გიორგი გურამიშვილის ოჯახში. პოეტის დედა - კახეთში ცნობილი თავადების, ვახვახიშვილთა ასული მზევინარი სათნო, ნაზი და ღვთისმოსავი ქალი ყოფილა. მე-18 სუკუნის ქართველი ისტორიკოსის ცნობით, საგურამო განთქმულია. «ნაყოფიერი ხილით, ვენახით, მარცვლით... პირუტყვითა, ნადირითა, ფრინველითა, ტყითა, ველითა და მთითა შემკობილი» (ვახუშტი).

საგურამოს უფრო ამაღლებულ ადგილს, რომელსაც გორისუბანს ეძახიან, დღესაც ემჩნევა ძველი ციხე-დარბაზის ნანგრევები. გადმოცემით, ეს ადგილია გურამიშვილების სამყოფელი, რაზეც პირდაპირ მითითებას ჩვენ «დავითიანშიც» ვპოულობთ: «მე ვიყავ ერთი თავადი მოსახლე გორისუბანსაო». (სარგის ცაიშვილი, «დავით გურამიშვილი», თბ. 1980)

საგურამოს მიდამოებში გურამიშვილები შედარებით გვიან დამკვიდრებულან. ისტორიული ქრონიკების მოწმობით მათი წინაპრები, რომლებიც დიდგვაროვან ზევდგინიძეთა ოჯახს ეკუთვნოდნენ, დაახლოებით მე-15, მე-16 საუკუნეთა მიჯნაზე გადმოსახლებულან სამხრეთ საქართველოდან, როცა საქართველოს ამ პროვინციებში (მესხეთ-ჯავახეთი) ძალიან გაძლიერდა თურქეთის ექსპანსია.

ზევდგინიძეთა გვარი ქართლსა და კახეთში გადმოსახლების შემდგომ რამდენიმე შტოდ დაიყო. მე-15 საუკუნის ერთ-ერთ ქრონიკაში («მცხეთის გუჯარი») მოხსენიებულია თავადი გურამ ზედგინიძე, რომელიც, როგორც ჩანს, სათავეს უდებს ახალ გვარეულობას, რომელთა შთამომავლები _ გურამიშვილები _ დამკვიდრებულან ქართლ-კახეთის საზღვარზე, სწორედ საგურამოს მიდამოებში (სოფლის სახელიც «საგურამო», როგორც ჩანს, მათი გვარიდან მომდინარეობს). გურამ ზედგინიძე წიწამურის ბატონი ყოფილა. ამ გვარის წარმომადგენლები შიდა ქართლის ამილახორებად, ანუ მეფეთა გვარის მეჯინიბეთუხუცესებად ითვლებოდნენ.

საქართველოს მეფეები ხშირად იხსენებენ ამ გვარის შტოს წარმომადგენელთ, რომლებიც ქვეყნის გამგებელთა ყურადღებას «ერთგულებით, თავდადებითა და დამსახურებით» იქცევდნენ.

დავითს ბავშვობა გურამიანთ-კარში (როგორც საგურამოს ეძახდნენ ზოგჯერ) ან უფრო ზუსტად, მის განაპირა მხარეს მდებარე სოფელში, გორისუბანში გაუტარებია. ძველ საქართველოში დამკვიდრებული წესისამებრ მაღალი წოდების ბავშვები პირველ წლებში აღსაზრდელად მიჰყავდათ გლეხების ოჯახში. ეს მტკიცე ტრადიცია იყო და მისი დადებითი მნიშვნელობა იმთავითვე სწორად ესმოდათ. დავითიც, როგორც ამას თვით პოეტი გვიმოწმებს თავის ლექსებში, აღსაზრდელად ძიძას მიაბარეს, ეტყობა იმდენად ღარიბ ოჯახში, რომ მასაც არაერთხელ საკუთარ თავზე უგრძვნია მშრომელ ადამიანთა გასაჭირი. ღმუილაანთ მიხაკო ყოფილა მისი აღმზრდელი გლეხი. უთუოდ ძიძასთან ყოფნის დროს შეითვისა დავითმა მდიდარი ხალხური სიტყვიერება, მადლიანი ქართული, რომელიც მას ღრმა მოხუცებულობამდე, სამშობლოდან მოწყვეტილს ასე ცოცხლად შემორჩა.

იმდროინდელი აფორიაქებული ცხოვრების გამო, დავითს შესაფერისი სასკოლო განათლება ვერ მიუღია. «ჩემს ყრმობაში სულს გარს მტრად გვადგა თურქ-ყიზილბაშობა, მით იკლო სწავლამა...» _ იგონებს გურამიშვილი.

ზედაზენის იოანეს ტაძრის მღვდელი პავლე ლეკურიანიშვილი ასწავლიდა მას ვარსკვლავთმრიცხველობას, მათემატიკას, ხაზვას, ბერძნულ და ლათინურ ენებს, მაგრამ ყველაზე მეტად ფილოსოფიურ-რელიგიური საკითხები აინტერესებდა. სავარაუდოა, პოეტს მცხეთაში _ სვეტიცხოველში ესწავლა «წიგნი და გალობა».

დავით გურამიშვილი ტრაგიკული ამბების მოწმე და მონაწილე იყო. ქართლი რიგ-რიგად გადათელეს, დაარბიეს, ააოხრეს ჯერ ყიზილბაშებმა, შემდეგ ოსმალებმა. ლეკებიც სარგებლობდნენ ქვეყნის აწიოკებითა და ითბობდნენ ხელს რბევა-თარეშით. თბილისის მიდამოებსა და ქართლის ბარში ცხოვრება შეუძლებელი გახდა.

ჭაბუკ პოეტს, როგორც ჩანს, ადრევე მიუღია მონაწილეობა ბრძოლებში, რომლებსაც მამლის ყივილივით ყოველ გათენებაზე ელოდნენ მისი თანამემაულეები. იგი, როგორც უშუალო მონაწილე, ისე გვიამბობს ერთ-ერთ დიდ ბრძოლაზე გორის მახლობლად გაშლილ ტაფობზე, რომელსაც ზედაველა ეწოდებოდა. ეს იყო კიდევ ერთი ძმათა სისხლისმღვრელი შეტაკება, რომელშიც გარეშე ძალები: თურქები და ლეკებიც მონაწილეობდნენ. გამარჯვება ამ ბრძოლაში დამარცხების ტოლფასი იყო, რადგან ფაქტიურად საქართველოს მოძმე ტომები ებრძოდნენ ერთმანეთს.

1727 წელს დავითი ოცდაორი წლის ჭაბუკი იყო, როგორც ჩანს, ახლად დაქორწინებული. მისი მეუღლე, აზნაურ გარაყანიძეთა ოჯახიდან. საგურამოს რამდენიმე ათეული კილომეტრით დაშორებულ სოფელ ლამისყანის მკვიდრი ყოფილა.

ლეკიანობის შიშით, გურამიშვილების ოჯახიც თავის მოყვრებს შეფარებია ლამისყანაში. მაგრამ ჩანს, რომ დაღესტნელი მოთარეშენი აქაც თავისუფლად აღწევდნენ. მკათათვის ერთ დღეს აქ დავითს ლეკები დასხმიან თავს. თითქმის კინემატოგრაფიული სიცხადით აგვიწერს პოეტი თავის დატყვევების ამბავს.

იმ დროისთვის გურამიშვილის მოყვრები გარაყანიძეებიც მკისათვის ემზადებოდნენ. მამითადისათვის თადარიგის დაჭერა დავითს დავალებია, რომელიც ორი კაცითურთ დილიდანვე შედგომია სამზადისს. მდინარე ქსნის ჭალაზე, სადაც მდებარეობდა გარაყანიძეების ყანა-მამული, ახლაც მოჩქეფს ანკარა წყარო. მუშახელის მოლოდინში დავითს იარაღი აუხსნია, იქვე მუხის ძირას მიუყუდებია და პირის საბანად გასულა წყაროზე.

თურმე სწორედ ამას ელოდა იქვე ბუჩქნარებში ჩასაფრებული შეიარაღებული ლეკების რაზმი (პოეტის გადმოცემით ისინი თხუთმეტნი ყოფილან). თავდასხმა იმდენად სწრაფი და მოულოდნელი იყო, რომ წინააღმდეგობის გაწევა ვერც კი მოუსწრიათ. ჩვენ არ ვიცით, რა ბედი ეწიათ პოეტის მხლებლებს. ისინი იქვე დახოცეს, თუ მასთან ერთად გაუყენეს ძნელსა და სახიფათო გზას. პოეტი თავის ბიოგრაფიაში მათ შესახებ არას ამბობს. მხარშეკრული პოეტი მყისვე გაუტაცნიათ ლამისყანიდან დაღესტნის მიმართულებით. დავით გურამიშვილის ბიოგრაფიაში დაიწყო სრულიად ახალი ხანა, რომელმაც აუწერელი ტანჯვით აღსავსე ცხოვრება არგუნა მომავალში პოეტს.

დავითის დატყვევებისას ლეკებს ერთი მიზანი ამოძრავებდათ. ისე როგორც სხვა ტყვე ქართველები, ისიც ან საქონელში უნდა გადაეცვალათ, ან მიეყიდათ ყირიმელი ვაჭრებისათვის, რომლებიც ხშირ-ხშირად ჩამოდიოდნენ ტყვეთა ბაზრობაზე დაღესტანში.

მრავალ დოკუმენტთა შორის ამ თვალსაზრისით საგულიხმოა ერთი მოხსენებითი ბარათი, რომელიც სწორედ იმავე ეპოქას ეხება (ინახება რუსეთის საგარეო საქმეთა კომისიის ძველ ფონდებში). მოხსენების ავტორი კოლეგიას აცნობს, მართლაც, ბარბაროსულ ვითარებას: «ლეკები უამრავ ქართველებს ატყვევებენ, მაგრამ სიღარიბის გამო მათი შენახვა არ ძალუძთ. არც მათი დასახლება მიწის სიმწირის გამო. ცხვრებივით შეკრულები ქვეითად მიჰყავთ თავის მებატონეებთან და ჰყიდიან ყირიმელ თათრებზე. ხოლო მათ ბატონებთან და მათ სამფლობელოში ყირიმიდან და ყუბანიდან მოდიან თათრები და შემოაქვთ ტილო, ყუმაში, ჩითეული, ქაღალდი, მატერიები, აგრეთვე ხმლები, ტყვია, თოფის წამალი, კაჟი და სხვა. აგრეთვე ცხენები, რაც მათ ძალზე სჭირდებათ, ამიტომ ტყვეებს სცვლიან ზემოხსენებულ საქონელზე სულ მცირე ფასად, ხოლო თათრებს ის ტყვეები ხელშეკრულები, დაჭედილები მიჰყავთ ყირიმში, ყუბანში და იქ მათ ტირანულ წამებას აყენებენ». 1

1. სარგის ცაიშვილი, «დავით გურამიშვილი», თბ. 1980, გვ. 25.

გურამიშვილი დიდხანს როდი შერიგებია ამგვარ ყოფას და არც ლოცვა-ვედრებას დანდობია მხოლოდ. მან ურყევი გადაწყვეტილება მიიღო და სცადა კიდეც, გაპარულიყო. იგი შეუპყრიათ და კიდევ უფრო სასტიკად უწამებიათ, მაგრამ მარცხმა ვერ გატეხა მისი უდრეკი ნება.

გურამიშვილი კვლავ გაუსხლტება მოძალადეებს, საოცარი სულიერი დაძაბვით იგი გადალახავს ათასგვარ დაბრკოლებას და ამჯერად თავს დააღწევს კიდეც ტყვეობას.

დავითი თერთმეტი დღე მიიკვლევდა გზას და როგორც თვითონვე გადმოგვცემს, მშიერმა და ფიზიკურად განადგურების ზღვრამდე მისულმა, მხოლოდ მე-11 დღეს გააღწია «სარუსეთოს».

გაქცევის მარშრუტი პოეტს, როგორც ჩანს, ტყვეობაშივე ჰქონდა მოფიქრებული. ამაზე მეტყველებს მისი ცნობილი ლექსის «ტყვეობითგან გაპარვა დავითისა» შემდეგი სტრიქონები:

«დღისით წინამძღვრად მზე მყვანდის, ღამით ვუჭვრეტდი მთვარესა,

მივენდევ შვიდთა ვარსვლავთა მას ჩრდილოეთის მხარესა».

კავკასიონის გადმოლახვა და საქართველოში დაბრუნება ფაქტიურად განუხორციელებელი ოცნება იყო, თანაც მას კარგად ახსოვდა, რა საშინელი ანარქია სუფევდა იმ ხანებში აღმოსავლეთ საქართველოში.

ხსნის ერთადერთი გზა «ჩრდილოეთის მხარეზე» იდო. რუსული დასახლებები უკვე მჭიდროდ ეკვროდა დაღესტანს, ხოლო მოსკოვში მას თავისი დიდი მოძღვარი ვახტანგ მეექვსე და ქართველ მოღვაწეთა მრავალრიცხოვანი დასი ეგულებოდა.

მფარველი რუსი მეგობრების ხელშეწყობით თერგი-ასტრახანის გზით 1729 წლისათვის პოეტი უკვე მოსკოვშია ვახტანგ მეექვსის კარზე.

მოსკოვში, ვახტანგ მეექვსის კარზე, დავითი დიდი პატივით მიუღიათ. მას ჯაბადარბაშის საკმაოდ მაღალი სახელო (თანამდებობა) უბოძეს და საქართველოს გამოხსნისთვის, რის იმედს ჯერ კიდევ არ კარგავდა ვახტანგ მეექვსე, მომავალ ბრძოლებში საჭირო იარაღის საწყობები ჩააბარეს.

დავით გურამიშვილისთვის მეტად სასარგებლო აღმოჩნდა მოსკოვში, გატარებული წლები, ვახტანგის კარი კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის აქტიურ კერად გადაიქცა.

1737 წელს ასტრახანში გარდაიცვალა ვახტანგ VI. 1738 წელს დავით გურამიშვილმა მიიღო რუსეთის ქვეშევრდომობა. რუსთა სამსახურში შესვლისას, ქვეშევრდომობის ფიცის მიღების შემდეგ, ქართველობას საუკუნო მფლობელობაში დაენიშნა ჯამაგირი და მამულები უკრაინაში.

მე-18 საუკუნის 30-იანი წლებიდან აღზევების გზაზე მდგარ რუსეთის სახელმწიფოს მწვავე პოლიტიკური კონფლიქტები ჰქონდა მეზობელ სახელმწიფოებთან, რომლებიც აქტიური მოქმედებით ცდილობდნენ, აელაგმათ რუსეთის გაძლიერება. ერთ ომს მეორე მოჰყვა და ქართველი ჰუსარები, რომელთა რიგებშიც იმყოფებოდა დავით გურამიშვილი, თავდადებით იბრძოდნენ რუსეთის სახელმწიფო დროშის ქვეშ, საფუძველს უყრიდნენ რუსეთ-საქართველოს მხედრული თანამეგობრობის შემდგომი განმტკიცების საქმეს. მამაცი მხედარი დავით გურამიშვილი, რომელსაც საომარი ნათლობა სამშობლოშივე ჰქონდა მიღებული, წლების მანძილზე ღირსეულად ატარებდა ბრძოლებში უშიშარი ჰუსარის სახელს.

ქართველ ჰუსართა პოლკი 1739 წლიდან მონაწილეობდა ე.წ. ყირიმის ომში, რომლის მიზანი იყო თურქთა შემოტევების შეკავება შავი ზღვისა და ბალკანეთის მიდამოებიდან.

ქართველი მეომრები მალე ჩრდილოეთში გადაისროლეს. 1741-1742 წლებში ისინი ფინეთის მარცხენა მხარეს შვედების წინააღმდეგ იბრძვიან (როგორც ცნობილია, შვეციას სურდა, რუსეთს დაეთმო ის ადგილები, რომლებიც ბრძოლით მოიპოვა პეტრე პირველმა). ამ ომშიც თავი გამოუჩენიათ ქართველ ჰუსარებს.

მხოლოდ ამ კამპანიის შემდეგ დააბრუნეს ქართველები უკრაინაში. გურამიშვილი შეუდგა თავის ადგილ-მამულის მოვლა-პატრონობას. როგორც მისივე პოემიდან ვიცით, მას მამული გაპარტახებული დახვედრია, მეურნეობა კი მთლიანად მოშლილი, მაგრამ პოეტს თავისი ადგილ-მამულის მოწესრიგება ალბათ მთლიანად არც კი ჰქონდა დამთავრებული, როცა ქართველ ჰუსართა პოლკი კვლავ ომში გაიწვიეს.

ფრიდრიხ II ექსპანსიური პოლიტიკის წინააღმდეგ ევროპის სხვა სახელმწიფოებთან ერთად აქტიურად გამოდის რუსეთიც. 1757 წელს დაიწყო რუსეთ-პრუსიის შვიდწლიანი ომი.

ამ სასტიკ და სისხლისმღვრელ ომში პოეტს ახალი ხიფათი ელოდა. კისტრინის სახელგანთქმულ ბრძოლაში, როცა გამარჯვების სასწორი ხან ერთ, ხან მეორე მხარეს იხრებოდა, პირველი იძულებითი უკან დახევის შემდეგ რუსთა და ქართველთა კავალერიამ საშინელი სისწრაფით შეუტია მტერს. პრუსიელთა რაზმები შედრკნენ და უწესრიგოდ იხევდნენ უკან. გაქცეულ მტერს მისდევდა დავითიც, როდესაც ანაზდეულად მისი ცხენი ჭაობში ჩაეფლო, ხოლო მხედარს ჩამოვარდნისას მხარი დაუშავდა. მძიმედ დაზარალებულ პოეტს მოულოდნელად თავზე წამოსდგომია პრუსიელთა ძირითად ძალებს მოწყვეტილი რაზმი. თითქმის უგონო პოეტი ტყვედ შეუპყრიათ. ეს მოხდა 1758 წელს, 15 აგვისტოს. სხვა ტყვეებთან ერთად იგი გადაიყვანეს შორს და ბოლოს მაგდებურგის ციხე-ბასტიონში მოათავსეს. გარკვეულ მკვლევართა აზრით, შემდგომი პერიოდი ტყვეობაში გაუტარებია დავითს, მხოლოდ 1763 წელს დაბრუნებულა.

თუმც უკანასკნელ ხანებში რუსეთის სამხედრო არქივში აღმოჩენილი მასალებით დოკუმენტურად გაირკვა, რომ გურამიშვილი უკრაინაში ადრე დაბრუნებულა (იხ. ს. ყუბანეიშვილი, დავით გურამიშვილი ქართულ ჰუსართა პოლკში, 1956 წ.). ომის დამთავრებამდე, 1759 წლის 4 ოქტომბერს რუსეთსა და პრუსიას შორის დაიდო ხელშეკრულება ტყვეების გაცვლის შესახებ. ჩანს, სწორედ ამ ხელშეკრულების ძალით, 1759 წლის 7 დეკემბერს გურამიშვილიც გაუთავისუფლებიათ.

ტყვეობიდან პოეტი დასნეულებული ჩამოვიდა, აღარც დაზიანებული მხარი აღუდგა. იგი, როგორც მძიმე ავადმყოფი, გაუთავისუფლებიათ მშობლიური პოლკიდან, რომელიც ამ დროს კვლავ ბრძოლის ველზე იმყოფებოდა.

ამავე დოკუმენტებიდან ირკვევა ისიც, რომ მისი მხედრული დამსახურება სათანადოდ შეუფასებია უმაღლეს ხელისუფლებას. მატერიალურად დახმარებიან, 1760 წელს პორუჩიკის ჩინით დავითი გასულა სამხედრო სამსახურიდან (ძვირფას მასალას პოეტის სამხედრო ბიოგრაფიისთვის ამ მხრივ წარმოადგენს მისი თხოვნა, ე.წ. ჩელობიტიეს სახით რუსეთის იმპერატრიცა ელისაბედის სახელზე და სხვა დოკუმენტები, რომლებიც ინახება მოსკოვში, ცენტრალურ სამხედრო არქივში).

უკრაინაში მობრუნებულ პოეტს მამული სრულიად გაპარტახებული დახვედრია, რასაც მძიმე შთაბეჭდილება მოუხდენია ისედაც ჯანგატეხილ პოეტზე. ერთ თავის ლექსში, რომელსაც ეწოდება: «ოდეს დავით გურამიშვილი პრუსიაში დატყოვდა და, თუ რამ აქვნდა თავისი საცხოვრებელი ისიც დაეკარგა, იმისათვის ტირილი», პოეტი გადმოგვცემს თავის მაშინდელ უიმედო განწყობილებას და სულიერ მიუსაფრობას.

მაგრამ, როგორც ჩანს, დავითს კვლავ მოუკრებია ძალა და თავის ახალგაზრდა მეუღლე ტატიანა ვასილის ასულთან ერთად მოუწესრიგებია გარეშე თუ შინაური მტრის მიერ გაჩანაგებული სახლ-კარი, მოშლილი მეურნეობა.

გადის ათეული წლები, პოეტი ცხოვრების მიმწუხრს ატარებს თავის მეორე სამშობლოში, უკრაინაში, მაგრამ როგორც მისივე შემოქმედებიდან ჩანს, მას არა ერთი და ორი ღამე გაუთენებია ფიქრში სამშობლოზე, _ საგურამოსა და ზედაზენზე, სადაც განისვენებდნენ მისი წინაპრები (სადაც იყო მათი წმიდათა-წმინდა «სასაფლაო და ძვალთ შესალაგი»).

ჩვენ ზუსტად არ ვიცით მისი მთელი საქმიანობა ამ ხანებში. როგორც ჩანს, დავითი აქტიური წევრი უნდა ყოფილიყო იქაური ქართული ახალშენისა და დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობდა. (ქართული ახალშენის ნაშიერნი დღესაც სახლობენ ამ მიდამოებში).

1787 წელს, როცა უკრაინაში (კერძოდ, კრემენჩუგში) პოტიომკის კარზე იმყოფებოდა საქართველოს ელჩიონი ერეკლე II-ის ვაჟის მირიან ბატონიშვილის მეთაურობით, გურამიშვილი სასოებით გადასცემს მას ერთადერთ პირმშოს, როგორც მან უწოდა თავის ლექსების კრებულს. სწორედ ამ ბედნიერი შემთხვევის წყალობით გურამიშვილის «დავითიანმა» გაიკვლია გზა მშობლიური ქვეყნისაკენ.

დავით გურამიშვილი გარდაიცვალა 1792 წლის 25 ივნისს (ძველი სტილით) 87 წლის ასაკში. მოგვიანებით აღმოჩნდა მისი სამარე და საფლავის წარწერაც. პოეტის ნეშტი დაუკრძალავთ ქალაქ მირგოროდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.
Read more

ლეონარდო და ვინჩი

ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, იყო ყველზე ცნობილი ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა – კატერინა, უბრალო გლეხი იყო. ლეონარდო მათი უკანონო შვილი იყო. ლეონარდო ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით. ხატავდა ყველაფერს რასაც კი ხედავდა. 1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში – ანდრეა ვეროკიოსთან მიაბარა.

1460_1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. 1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო დააარსა.
1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო (”მავრი”), სფორცას გვარის დიდებული. მან და ვინჩი როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი ისე მიიწვია.
მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა ”ტრაქტატი ფერწერაზე” _ ყველა დროის მხატვართა სამაგიდო წიგნი. მოროსგან ლეონარდო პირველ შეკვეთასაც იღებს: მან უნდა ააგოს დიდი ძეგლი ლუდოვიკოს მამისათვის _ ”ფრანჩესკო სფორცა”. 1499 წელს სფორცა ფრანგებმა მილანიდან განდევნეს და ლეონარდოსაც გაცლა მოუხდა. მომდევნი წლისათვის უკვე ფლორენციაში ჩავიდა, სადაც, დაახლოებით, ექვსი წელი დაჰყო, მხოლოდ ათი თვით მიატოვა იგი პაპის კონდოტურის – ჩეზარე ბორჯიას დავალებით, სიმაგრეების მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდეგ კვლავ მილანში მოეშურება. მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა ერთ_ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო ”მადონა ლიტა”.
მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილებაა ””საიდუმლო სერობა” (1496-1497), რომელიც აგრეთვე მილანში, “სანტა მარია დელა გრაციას” მონასტრის ერთ_ერთ კედელზეა დახატული. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიურობა, ღვთიურობა. ლეომარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა.
ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს, ეს კი მას დიდ დროს ართმევდა. ფრესკა ტაძრის ნესტიან კედელზეა დახატული, რის გამოც ძალიან დაზიანდა, 1954 წელს მოხდა მისი რესტავრაცია. სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეული ლეონარდო და ვინჩიმ მოგზხაურობაში გაატარა, რადგანაც ვერ პოულობდა ადგილს, სადაც თავის თავის რეალიზებას შეძლებდა.
1513-დან 1519 წლამდე იგი მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში, პავიაში, ბოლონიასა და საფრანგეთში.
1506-1513 წლებში ლეონარდო კვლავ მილანშია, ულვე ფრანგთა მეფის _ ლუი XII-ის სამსახურში. საერთოდ, მან 23 წელი დაჰყო მილანში. და ვინჩის ერთ_ერთი ბოლო ნამუშევარია ”მონა ლიზას” პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და ”ჯოკონდას” სახელითაა ცნობილი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა მუხლებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ_მკერამდე ხატავდნენ.
1513_1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც პაპმა ლეო X-მ მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფის, ფრანცისკ I-ის მიწვევით ჩადის საფრანგეთში. მეფემ ლეონარდოს ამბუაზას მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე უბოძა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო. ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუას ციხე-სიმაგრეში. არც მის მოღვაწეობამდე და არც მისი მოღვაწეობის შემდეგ ისტორიაში არ არსებობდა მსგავსი ადამიანი, ყველაფერში გენიალური. ამავე დროს იგი ფლობდა დიდ ფიზიკურ ძალას. მასზე ამბობდნენ, ხელით თავისუფლად შეეძლო ცხენის ნალის გაღუნვაო.

ლეონარდო და ვინჩის ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად თავისი მეთოდები ჰქონდა:

1) იყავი ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ; 2) ეცადე შენიშნო და გამოარჩიო გარღვევები შენივე გამოცდილებიდან და შეცდომებიდან; 3) მუდამ განაახლე, გამოთალე შენე ემოციების მარაგი; 4) მიიღე და გაიაზრე პარადოკსები; 5) გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემოსფეროს გამოყენებით; 6) შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე; 7) დაიმახსოვრე, რომ ხსენებული ექვსი პრინციპი ერთმანეთისაგან განუყოფელია და მუდამ იფიქრე მათზე
Read more